რომ არ მიყვარდე - 26 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:49 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » რომ არ მიყვარდე
4:07 PM
რომ არ მიყვარდე
რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს

და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,

არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს

და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,

არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,

არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით

და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...

რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,

არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,

არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,

არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,

არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,

არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,

არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე

უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს

დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე

რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე.


რომ არ მიყვარდე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 170 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0