ოპს ! თურმე შემიყვარდა 2 - 8 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:09 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 8 » ოპს ! თურმე შემიყვარდა 2
12:47 PM
ოპს ! თურმე შემიყვარდა 2
მე და ანდრია უხმოდ მივდიოდით სახლისკენ. ვიცოდი ბავშვები ჯერ არ გამოგვყვებოდნენ, მარტო დაგვტოვებდნენ აუცილებლად... რომ დაგველაპარაკა, გვეთქვა ერთმანეთზე სათქმელი... და უცებ მივხვდი.... იქნებ მართალი იყო გიგი, იქნებ მართალნი იყვნენ ყველანი ვინც ამბობდა რომ მე და ანდრიას ერთმანეთი გვიყვარდა... იქნებ ჩვენ მართლა ერთად უნდა ვყოფილიყავით? და აქამდე უბრალოდ არც ერთს არ გვიფიქრია ამაზე? მე ხომ მის გარეშე სუნთქვა, არსებობა არ შემეძლო... აი მასზე თავს ვერ დავდებდი ჯერ კიდევ... თუმცა ვგრძნობდი... ძნელია სიტყვებით გადმოსცე მისი სინაზე, რომლითაც ის გულში მიხუტებდა, მზადყოფნა დავეცავი ყოველი უბედურებისაგან...მაგრამ ეს ბიჭები ისეთი უაზროები არიან ხანდახან...
-ნესი, მშია.
-ბატონო?-თვალები გამიფართოვდა გაოცებისაგან.
-არ გინდა რაიმე მოვამზადოთ?- ესეც ჩემი გმირი.
-ოკეი, ოღონდ გამოვიცვლი.
ქვემოთ ჩასულს ანდრია მზად დამხვდა.
-აბა რას ვაკეთებთ?
-ხაჭაპურს.
-ღადაობ?
-არა, რატო მეტყობა რამე?
-ენდი ბოლოს როდის გამოაცხვე ხაჭაპური?
-თუ რეცეპტის მიხედვით გავაკეთებთ გამოვა.
-მმმმმმმმ
-ნესიიიიიი, ხომ ხარ ჩემი ნიჭიერი გოგო, მომენატრა ხაჭაპური,- ხტფუ, ასე რომ მიყურებს სხვა გზა არ მაქვს, უნდა შევუსრულო რასაც მთხოვს.
-ჯანდაბას შენი თავი, ვცადოთ. მეზიზღები...
-მეც მიყვარხარ,- ეს ისე, ბავშვური ტონით თქვა, მაგრამ იმაზე მეტად მესიამოვნა ვიდრე საჭირო იყო.
სულ ხუთი წუთი დაგვჭირდა რომ მივხვედრილიყავით, ჩვენგან არაფერი არ გამოვა...
-შენი ბრალია ყველაფერი, აიჩემე ხაჭაპური, ხაჭაპური.
-შენ საჭმლის კეთება არ იცოდე რა ჩემი ბრალია.
-ანუ მე არ ვიცი საჭმლის კეთება? -უკვე ვბრაზდები...
-ზუსტადაც.
-ესეც შენ,- ავიღე ფქვილი და ზედ შევაყარე.
-აჰ ასე არა? მაშინ ეს ნახე,- და თვითონაც შემაყარა,
-განანებ.
-აბა მიდი.
თავიდან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მალე გადავერთეთ მხიარულებაში და ვერც კი შევამჩნიეთ როგორ მოვსვარეთ მთელი სამზარეულო. ერთი ვიცოდი მე უნდა მომეგო, ამიტომ ფქვილი შევაყარე თვალებში და სანამ იცლიდა წყალი გადავასხი.
-აი ეს არ უნდა გექნა. თქვა ხუმრობით, მაგრამ დამიჭირა, მაგიდიდან კვერცხი აიღო და თავზე დამაფშვნა, სანამ მე ვყვიროდი და ვჩხუბობდი ის სიცილისგან იჭაჭებოდა... 
განახებ მე შენ სიცილს, მეც მინდოდა კვერცხის სროლა მაგრამ დამიჭირა, სახე ხელებში მოიქცია და ახლოს მიმიწია, ეხლა სახეზე ვგრძნობდი მის სუნთქვას... თვალებში ვუყურებდი, ახლოს მიმიწია და...
-აქ რა ხდება? ბავშვებს ოხვრა აღმოხდათ, მათ ჩვენ არც შევუმჩნევივართ, ან არ გვანახეს რომ შეგვამჩნიეს.- მესამე მსოფლიო ომმა უჩვენოდ ჩაიარა?
-ანდრიას ბრალია.
-არა ნესის.
-ანდრია.
-ნესი.
-და რა მნიშვნელობა აქვს? თქვა შაკომ და ფქვილი ნატუტას შეაყარა. აი აქ კი აირი ყველაფერი. ცოტა ხანში ერთიანად ფქვილიანები, შაქრიანები, კვერცხიანები, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილები იატაკზე ჩავსხედით. უაზროდ ვიცინოდით, ერთმანეთს დავცინოდით. უცებ ანდრია მოიღუშა, სახე შეეცვალა.
-ანდრია რა ხდება?- ჰკითხა ჩუმად ნატუტამ.
-ეს ყველაფერი კარგია მაგრამ...
-რა მაგრამ?
-ამას ვინ დაალაგებს?
-ო არა!- აღმოგვხდა ყველას ერთად. ანდრიამ გაიცინა.
-შეგაშინეთ, როგორ მხიარულადაც დავსვარეთ ისე მხიარულად დავალაგებთ. ნატუტა ცოცხი, შაკო ჭუჭელი, ეშ მაგიდას მიხედე, ნესი - შენ კედლები გევალება.
-შენ? -ერთად ვიკითხეთ ყველამ.
-ზედამხედველი ხომ გჭირდებათ?
-იოცნებე.
-მე ასე არ ვთამაშობ.
-ვიხუმრე ხო კარგით. მე ყველას მოგეხმარებით, უსაქმურად არ დავრჩები.
-არ არა ვაჟბატონო, ვერ!
-ნესი ნუ მემუქრები.
-ოჰჰჰ, ვითომ რატომ?
-კამათიც კი არ ღირს შენთან.
მართლაც მხიარულად დავალაგეთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი პრობლემა გვქონდა... სახლში სულ ორი აბაზანა იყო, ჩვენ კი ბანაობა ყველას გვინდოდა, ანდრიამ როგორც ლიდერმა შემოგვთავაზა კენჭი გვეყარა... მე ჩემი იღბალის პატრონი ბოლოს დავრჩი. ყველანი დაბანილები და სუფთები რომ იყვნენ მაშინ შევედი მე საბანაოდ. ჩემი ბანაობა ყოველთვის პრობლემა იყო... შესვლა ვიცოდი და გამოსვლას ვერ ვხვდებოდი... მიყვარს წყლის ქვეშ დგომა და რა ვქნა? სანამ კარის ჩამოღებით არ დამემუქრნენ არ გამოვსულვარ, მერე შემეცოდნენ და გამოვედი. 
რატომღაც ხმა არ ისმოდა არცერთის. ჩავიცვი და ქვემოთ ჩამოვედი. ანდრია სავარძელში იჯდა.
-დანარჩენები სად არიან?
-სასეირნოდ გავიდნენ, ჩვენც გავიდეთ და შეგვხვდებიან. ადგა, ხელი გადამხვია და გავედით. ნელა მივსეირნობდით, არც ერთს არსად არ გვეჩქარებოდა. არც ვლაპარაკობდით, რა საჭიროა სიტყვები როდესაც სიჩუმეც ბევრის მთქმელია? 
-ნესი...- უცებ დაარღვია სიჩუმე ანდრიამ-იცი, ისინი მე გავუშვი სასერნოდ, შენთვის რაღაც უნდა მეთქვა.
-გისმენ ანდრია, ხომ მშვიდობაა?-რატომღაც მისი ხმა არ მომეწონა.
-ნესი მე... მე საშინელი რაღაც ჩავიდინე.
-ენდი რა?
-მე... მე...
-ანდრია ნებიერიძე რა ხდება?
-მე ნატუტასთან ვიწექი.
თითქოს მეხი გავარდა... ცა ჩამოიქცა... თვალთ დამიბნელდა... არ არსებობს... როდის? როგორ? რატომ? მაგრამ ერთმა აზრმა გამიელვა თავში, რატომ აქვს ასეთი დამნაშავის ხმა? როდის იყო ის თავის სასიყვარულო თავგადასავლებზე მიყვებოდა? ნატუტა რაც იყო ყველამ იცოდა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემთვის ის კარგი მეგობარი იყო... აი ანდრიას რატომ აქვს ასეთი დამნაშავის ხმა? ანდრიას... ანდრიას მგონი მართლა მოვწონვარ, შეიძლება ვუყვარვარ კიდეც... და ერიდება ჩემი...
ან სულაც... მამოწმებენ. ანდრიამ გაუმხილა მათ რომ მოვწონვარ და არ იცის როგორ მითხრას... და იმათაც ეს შესთავაზეს, ნატუტას რეპუტაცია ყველამ კარგად იცოდა... მაგრამ ის ანდრიას არასოდეს დანებდებოდა... არასოდეს... და ყველაფერი თავის ადგილას დადგა... აზრი მოვიკრიბე.... ანუ თამაში უნდათ? იყოს თამაში...
-მერე რა მოხდა?
მის სახეზე საშინელი იმედგაცრუება ამოვიკითხე. ანუ მართალი ვყოფილვარ...

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 449 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.6/8
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0