ნიკა კვესელავა-თუ ვერ დავბრუნდი - 28 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:54 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » ნიკა კვესელავა-თუ ვერ დავბრუნდი
12:30 PM
ნიკა კვესელავა-თუ ვერ დავბრუნდი
თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
ეს მონატრება ღიმილნარევ დარდებს შენისლავს,
გთხოვ,არ იტირო რომ ვერასდროს ვეღარ მიხილავ
რომ ვერ შევხვდებით მთვარის შუქზე ფოთოლცვენისას.

დასათვლელ დღეებს შერისხავენ ცივი ქარები
და მოგონებებს ვისაკუთრებ გამხმარ რტოებად,
თუ ვერ შევძელი სამოთხეში შენს სულთან ყოფნა
ვიცი რომ შემშლის ჯოჯოხეთში განმარტოება.

ვიცი გეტყვიან მერე ჩემზე ათასგვარ ჭორებს,
უჩემობაზე ცინიზმით რომ გული იჯერონ,
"არ უყვარდიო,დაგტოვაო" გეტყვიან ვიცი,
არ დაიჯერო,ძალიან გთხოვ, არ დაიჯერო.

არა,არ მინდა უშენობა ჭკუიდან შემშლის,
მონატრებისგან მერამდენე ღამეს განვიცდი,
თუ ვერ შევძელი შენს ფიქრებთან მოახლოვება
ამ უსასრულო ლოდინისთვის ნუღარ დამიცდი.

ოცნებებს ვებრძვი გადაღლილი ჰორიზონტიდან,
დღეს ბევრი მიხვდა,დარდიანი მგავდა ბუნება,
თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
გთხოვ,მაპატიე შეშლილ პოეტს არდაბრუნება.
ნიკა კვესელავა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 158 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0