Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 19 » ლექსი-პორტრეტი და მხატვარი
1:13 PM
ლექსი-პორტრეტი და მხატვარი
ნაცნობ პორტრეტს მიაშტერდა მხატვარი,
რომელთანაც განშორება არ სურდა,
ვერ გაერკვა მოულოდნელ ქაოსში
განმართება სცადა,მაგრამ დამუნჯდა.
თითქოს თავი დაეკარგა შემოქმედს
დარდიანი,ნაღვლიანი ვიდოდა,
მისტიროდა თითქოს რაღაც უტკბილესს,
ვერ გაეგო გული რატომ სტკიოდა. 
მიჰყვებოდა გზას მხატვარი უაზროდ,
ცხოვრებაში,ალბათ,რაღაც აკრთობდა,
საოცრების დაჯერება არ სურდა
და გონებას საწამლავით აწრთობდა.
საოცრებამ გული ისე ატკინა,
არ უნდოდა განშორება პორტრეტთან,
რეალობის,თითქოს აღარ სჯეროდა
და უაზრო სინმდვილე მოსწყინდა.
საკუთარი,სანუკვარი ფიქრები
დაეკარგნენ თვალუწვდენელ სივრცეში,
თავი მხატვარს კვლავ სიზმარში ეგონა-
სიზმრის უცხო მოულოდნელობებში.
ასე მიხვდა ის თავის შეცოდებას,
დაივიწყა წარსულის მოგონებაც,
მან გარიყა ცხოვრებიდან გოდებაც
და მიენდო ის რეალურ ცხოვრებას..
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 705 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.