ლექსები სიყვარულზე - 29 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:24 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » ლექსები სიყვარულზე
8:11 PM
ლექსები სიყვარულზე
ქალთან ნანატრი ღამე…
რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’


ვერონიკა სალაღაია

–––––––––

მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი

––––––––––

თვალებს იქეთ…
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.

სტოპა ჩილინგარაშვილი

––––––––––

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 472 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0