ლექსები გაზაფხულზე - 10 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 2:03 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 10 » ლექსები გაზაფხულზე
3:50 AM
ლექსები გაზაფხულზე
ლექსი აღარ იწერება,

გრძნობა კიდე, ილექება.

წამი წამად აღარ ვარგა,

მთლად წაიღო გული ქალმა.

მეგონა რომ გავუძლებდი,

ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ვაუღლებდი.

ახლა კიდე კვლავაც მინდა,

მაგრამ, წლები შორს გაფრინდა.

თან წაიღო ის დღეები,

რომ ვიყავით მეფეები,

უსასრულოდ ვიჯერებდი,

და გრძნობასაც ვიფერებდი.

ახლა კიდე, გული ითხოვს,

ოდნავ ცრემლს და ოდნავ სითბოს,

გაზაფხულის ნაზ საღამოს,

სიყვარულის მწველ მალამოს…

ტანწერწეტა ია-ვარდი,

გაზაფხულზე შემიყვარდი…





************



ლექსები გაზაფხულზე

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

ლანა ჭანტურიძე



************



მარტი გავიდა, გათბა დღე,

დარები დგება მზიანი,

მიწა გაფუვდა, ბუჩქებში

ამოჩენილან იანი.

მოფრინდა გვრიტი, შოშია,

ოფოფი სავარცხლიანი;

მწვანედ ბიბინებს მინდორი,

ოლე და ველი ცვრიანი.

ჭუკჭუკებს დილა-საღამოს

ახლად მოსული მწყერია,

თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში

ჭიაღუების მტერია.

დილაადრიან მერცხალმაც

გამოაღვიძეს სიფელი:

__გაზაფხულდაო,__ დაგვძახის

პირველი მახარობელი.

შინ მოჩვეული კურდღლებიც

გამოფენილან ველადა,

დარბიან ცვარით დანამულ

ბალახის გასათელადა.

ზოგი ხტის, ზოგი ყურსაცქვეტს,

ზოგი ძირს განაბულია.

იქვე მჯდომარე პატარას 

სიამიტ უცემს გულია.

მინდვრად გავიდეთ, ბიჭებო,

დროა, დავიფრთხოთ ძილია,

სუნს მოგვფრენს, ყნოსვას

დაგვიტკბობს

ია მკერდგადაშლილია!

დროა, ჩვენც მამაპაპურად

ხელი მოვკიდოთ შრომასა,_

მინდვრად სჯობია მხნეობა

სახლში უსაქმოდ ჯდომასა!



1890 წ.
შიო მღვიმელი



****************
გაზაფხული

გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.

მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები –
მალე გამოიამინდებს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1163 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0