გულს ვიფიცებ - 22 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ხუთშაბათი, 2016-12-08, 6:57 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » გულს ვიფიცებ
6:40 PM
გულს ვიფიცებ
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, 
ჩემს მღვიმეში, ვბორგავ, როგორც მწირი, - 
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, 
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი. 

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, 
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - 
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, 
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი. 

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, 
და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - 
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, 
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები. 

სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, 
დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - 
მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, 
მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 171 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0