Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » ღამეები აჰყოლია...
11:42 AM
ღამეები აჰყოლია...

ღამეები აჰყოლია წვიმის
ნატუჩარი ბაგეების გნიასს...
მოგონებით იყუჩებენ ტკივილს
და ეული ოცნებების ტრიალს.
ფოთოლცვენის მელოდია მოვა,
სიზმარივით ჩაიქროლებს წლები...
და რატომღაც ყოველ შემოდგომას,
უწინდელზე მეტად მენატრები.
ვიცი ცრემლებს ჩამორეცხავს წვიმა,
ის ხომ გიჟი ვნებოვნებით მათრობს,
შენ ვერასდროს მიმიხვდები...მცივა...
შემოდგომით მიტოვებულს მარტო.
გარეთ ისევ ფოთოლცვენა მოდის,
ქუჩებს ისევ სევდიანად აწვიმს...
და ცრემლებში იგუდება თრთოლვით
ნატუჩარი სურნელება ბაგის...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1089 | დაამატა: admin | ტეგები: ღამეები აჰყოლია... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.