განგების შეხვედრა.. - 28 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:29 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » განგების შეხვედრა..
4:34 PM
განგების შეხვედრა..
შემოდგომის ლამაზი დღეები წითელი ყვითელი ფერები...ხეებიდან უამრავი ფოთლები ცვივა ძირს და უზარმაზარი ხალიჩასავით ეფინება არემარეს ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ სიჩუმე არცთუ ისე წყნარმა ქარმა და გამხმარი ფოთლების მტვრევის ხმამ დაარღვია და მე დავინახე...ნელი ნაბიჯით მოდიოდა,ქერა თმას ქარი უწეწავდა ტუჩებს აცმაცუნებდა ძირს იყურებდა და თითქოს ბრმა ნათელმხილველივით მოიწევდა წინ...ლამაზი იყოოო იმაზე ლამაზი ვიდრე შემოდგომა...ახლად აყვავებულ ვარდს გავდა რომელიც უჭკნობი სილამაზით იყო დაჯილდოვებული...თვალს ვერ ვარიდებდი სულელივით ვუყურებდი გავვოცდი ზედმეტადაც კი ... თავი ზევით აწია და შემხედა გაუკვიდა ამ მყუდრო ადგილას მარტო მე ვიყავი თითქოს შეეშინდა შეცბა მაგრამ მაინც აუღელვებლად ნელი ნაბიჯით გამოუყვა გზას...ისე თითქოს ვერც შემამჩნია ... მიახლოვდებოდა მეც თითქოს ვერ ვხედავდი თვალს ვარიდებდი... იმ ადგილს რომ მოუახლოვდა სადაც მე ვიჯექი შეჩერდა თავი აწია შემომხედა დამაკვირდა თავი დახარა და გზა გააგრძელაა გამიკვირდაა მიდიოდაა ქარი უბერავდა ფოთლები შრიაებდა მას ერთი ზომით დიდი მოქსოვილი სვიტერი ეცვა ხელზე ეფართხუნებოდა მოტმასნული შარვალი კეტები ... თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ შორდებოდა ადგილს სადაც მე ვიჯექი მერე ისევ შეჩერდა უკან მოიხედა თმა გადაიწია კიდევ ერთხელ შემომხედა კარგად დამაკვირდა მიბრუნდა და უკან მოუხედავად წავიდა...მე ამ ყველასგან მიტოვებულ ადგილას ხშირად დავდიოდი მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა მე ისევ ჩემ ოთახში ვიწექი საბანი თავზე მეფარა ისე ციოდა მერე წამომიარა და წამოვხტი კარადა გმოვაღე შარვალი ნასკები კეტები ქურთუკი ნაქსოვი კაშნი ქუდი უცებ ჩავიცვი და სახლიდან გარეთ რომ გავედი შევხედე ყველაფერი გადათეთრებულიყო ისევ იმ ყველასგან მიტოვებულ ადგილს მივაშურე ... ჭიშკარი გაღებული დამხვდა შიგნით რომ შევედი შევხედე თოვლში ვიღაცას ევლო ბილიკად მაგრამ უკან დაბრუნებულის ნაფეხურები არსად ჩანდა დამაინტერესა და ამ ნაფეხურებს გავყევი ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც... ძალიან ბევრი სიარული მომიწია თითქოს ვიღაცას დაუსრულებლად ევლო უცებ შევჩერდი და დავინახე... ხისძირში თოვლში ქერა თმიანი მოქსოვილი ოგონდ სხვა ფერის ჟაკეტით გოგონა იჯდა გათოშილი იყო კანკალებდა ცხვირი გაყინული და გაწითლებული ჰქონდა, სიცივისგან გონდაკარგულივით გათიშული იჯდა დაუფიქრებლად დავიხარე მუხლებსა და წელზე ხელები მოვხვიე და ხელში ავიყვანე და უკან დავბრუნდი მიტოვებული ადგილის ჭიშკართან რომ მივედი გოგონას დავხედე თვალები გაეხილა და სახეზე მაკვირდებოდა თავი გავასწორე ისე თითქოს არც დამინახია და სახლისკენ გზას ფეხით გავუყევი ... სახლში მალევე მივედი ჩემს საწოლზე დავაწვინე სველი ფეხსაცმელი შარვალი ნაქსოვი თეთრი მოსაცმელი გავხადე თავზე ქუდი წავაძრე ნასკები ჩავაცვი საბანი დავაფარე ხელებზე ხელები მოვკიდე და ჩემივე ხელით გავუთბე მერე ავდექი ფანჯრიდან გავიხედე თოვდა მოვბრუნდი და რაფაზე შემოვსკუპდი სახეზე დავაკვირდი ლამაზი ტუჩები მოწითალო ლოყები, ლამაზი ცხვირი, ლამაზი თვალწარბი...და უცებ გავიფიქრე...ღმერთმა კიდევ ერთხელ შეგვახვედრა... რაფიდან ბრთხილად ჩამოვხტი და სამზარეულოში გავედი. ცოტახანში ოთახში ფოდნოსზე დალაგებული ჩაით და დასაყოლებლით დავბრუნდი საწოლის ნაპირზე ჩამოვჯექი, ფოდნოსი კალთაზე დავიდე. ვხედავდი როგორ სუნთქავდა მშვიდად ეძინა უცებ თვალები გაახილა და დააცემინა, გაოცებულმა შემხედა
-სიცოცხლე...! ვთქვი, ავდექი ცოტახნით ფოდნოსი იქვე დავდე, წამოწევაში მივეხმარე ფოდნოსი ავიღე და მუხლებზე დავუდე. კიდევ ერთხელ გაოცებულმა ამომხედა და უსიტყვოდ აიღო ჩაის ჭიქა ხელში. მე მივბრუნდი კარადა გამოვაღე თბილი სვიტერი გამოვიღე და საწოლზე დავდე, თვალით ვანიშნე რომ მისთვის იყო. კარი გავიხურე და ოთახიდან გავედი ერთი საათი გავიდა ღმერთო ოთახიდან კი ხმაც არ ისმის... ავდექი და კართან მივედი გაუბედავად მაგრამ კარზე მაინც დავაკაკუნე ჩამიჩუმი არ ისმოდა, მერე კარი ბრთხილად გავაღე, ფანჯარასთან იდგა სვიტერის მკლავები ხელებზე გადმოფარებოდა სვიტერი კი მუხლებამდე ეფოფხიალებოდა გრძელი ყელიანი ნასკები ეცვა .... შეშფოთებული მაგრამ აუღელვებლად მობრუნდა... თვალებში შემომხედა ხელები აუკანკალდა ტუჩები აუთრთოლდა განწირული თვალებით მიყურებდა, თავი დავხარე. 
-ბოდიში! ვთქვი და ოთახიდან გავედი იქ აღარც შემიხედია მეორე დილას 12 საათზე გამეღვიძა ზალაში ძირს ვიწექი თვალები გავახილე და სახლი დალაგებული მომეჩვენა, ძირს ფოდნოსით ჩაი იდო გამეღიმა ავდექი და სამზარეულოში შევედი ისევ იგივე ფორმაში კრანთან იდგა და რაღაცას მთელი მონდომებით რეცხავდა... მივუახლვდი, თარო მის დასანახად გამოვაღე, ჭიქა ხელში ავიღე და მის გვერდით დავდექი წყლისთვის 
-შეგცივდება!
-ხოო?
-ხო შეგცივდება!
უხმოდ ავავსე ჭიქა წყლით და დავლიე. შემობრუნდა და შემომხედა თითქოს გაიბუტა რომ არ დავუჯერე, გავიდა სამზარეულოდან და უცებვე ფოდნოსით ხელში დაბრუნდა ჩაი გადაღვარა ჭიქა გარეცხა და თავის ადგილას დადო. მაგიდას ხელებით ვეყრდნობოდი ჩემს უკან კი ის ჭიქა იდო რომლითაც წყალი დავლიე მომიახლოვდა, თვალი გამისწორა, ხელებს და მუცელს შორის დაშორებით ისარგებლა თვალებში მიყურებდა და ამასობაში ჭიქით ხელში მიბრუნდა კრანისკენ...მეკიდე მეგონაა ....! :Xx 
-ოჯახის წევრები ალბათ ნერვიულობენ...!ვუთხარი მე
-ოჯახი დიდიხანია არ მაქვს!
-სამწუხაროა!
-მალე წავალ არ იდარდო...
-ეს არ მიგულისხმია...მე უბრალოდ გკითხე...!
-გასაგებია! მომმართა ცოტა უხეშად მე დავფიქრდი ოჯახი არა ანუ არც მშობლები არც დედმამიშვილები და უცებ ჩემდაგასაკვირვად ვკითხე...
-მეგობრები?შეყვარებული?
-არცერთი...!
-აბა მე?
-შეენ...? რა შენ?
-მე მე არაფერი...!უცებ ენა ამებნა თვალებში ვუყურებდი და ველაპარაკებოდი მასზე ყველაფერი ვიცოდი, რა ერქვა, ვინიყო, სადაური იყო, რასაკეთებდა ... თვალებში ვუყურებდი თითქოს ტუჩებს წვალება დაუწყო, თითებს სრესდა, თვალები გაუცრემლიანდა და სწრაფად ძალიან სწრაფად მოვიდა და წელზე მომეხვია ტირილი დაიწყო...და სლუკინით მითხრა 
-მადლობა შენ გადამარჩინე...!მერე ხელი გამიშვა ჩემს ოთახში შევიდა ტანსაცმელი ჩაიცვა და წასვლა დააპირა კართან რო მივიდა შეჩერდა უკან მობრუნდა თვალებში შემომხედა კიდევ ერთხელ მითხრა 
-მადლობა...! და კარისკენ მიბრუნდა კარი გააღო და გავიდა. უცებ გონს მოვეგე, ფანჯრიდან გავიხედე ჯერ კიდევ ეზოში იყო ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე ჩავიბინე, ის აუღელვებლად მიდიოდა თოვლში მარტო ...
-ჰეიი მოიცა სად მიდიხარ მერე მე?ძალიან ნელა შემობრუნდა და შემომხედა 
-რა შენ ?
-არც მე მაქვს ოჯახი...!ჩემდაუნებურად ხელები გავშალე მანაც არ დააყოვნა და ჩამეხუტა ...!
-ჩემი ოჯახი შენ ხარ!თავი მაღლა ასწია, თვალებში შემომხედა, მერე მისი გაყინული ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო. ასე ვიდექით დიდხანს მარტო ჩვენ ორნი უჩვეულოდ ცარიელ ქუჩაში რომლიც დიდ თოვლში დამარხულ ქალაქს ჰგავდა სადაც მხოლოდ სიყვარული ყვაოდა...!
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 461 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0