გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს... - 24 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 6:00 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს...
0:17 AM
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს...
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერთსა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა
სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 147 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0