ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე - 2 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:29 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე
8:35 PM
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,

შემყვარებია შენი სახელი,

უბრალოდ, ასე...

არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,

არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.

გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,

ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,

ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,

თუ სიყვარული დაგიმალე,

არ გამიბრაზდე.შენ ხარ ოცნება...

შენ ხარ ნატვრა...შენ ხარ ამბორი...

შენ ხარ ნახატი ლეონარდოს,-

ან სალვადორის...

დარდიმანდი ხარ, გამუდმებით კოცნის მთხოვნელი,

შენ ხარ მუსიკა ან მოცარტის, ან ბეთჰოვენის...

შენ ხარ სონეტი, დაწერილი ალბათ ზეპირად,

შენი ავტორი იქნებოდა მხოლოდ შექსპირი...

ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ,

უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო..
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1636 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.9/10
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0