ეს შენ გეტკინება - 25 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:48 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 25 » ეს შენ გეტკინება
11:02 AM
ეს შენ გეტკინება
პირისპირ ვიდექით, თვალებს ვერ მისწორებდი და ვგრძნობდი როგორ გტკიოდა, თუმდა ეს ტკივილი ხომ შენი ბრალი იყო?! შენ შეექმენი ის, რაც არ უნდა შეგექმნა! არ დამინდე და გამწირე, დამტოვე უმეგობროდ, ან იქნებ მე დაგტოვე? არ ვიცი! არ ვიცი! ჩემში ყველაფერი იბრძვის. ტყუილი, ამდენი ტყუილი მომბეზრდა.
მე არ მეტკინება, ეს ეს შენ გეტკინება და არც მინდა რომ ცუდად იყო, თუმცა ვერ გიგებ! ვერ ვიგებ შენს უაზრო ნაბიჯებს. რაღაც სხვა ხარ რომელსაც ვეღარ ვცნობ.

ბოლოს თავი დახარე, ვეღარც კი ბედავდი თვალებში ყურებას. მე, მე კი ლაჩარი გიწოდე და სადღაც გავიქეცი, მივრბოდი შუა ქუჩაში, ადამიანებისმაგვრები გაკვირვებულნი მიყურებდნენ. მაშინ მე მჭირდებოდა! მე რომელიც უგზოუკლოდ იყო ჩემში არეული. ვგრძნობდი როგორ გციოდა, ასეთი პატარა შენ არასდროს ყოფილხარ. ის ღიმილი, სულელური და უაზრო ყველას რომ გვახალისებდა, გაგიქრა.. რაღაც სხვა გქონდა. ნუთუ ის ღიმილი მხოლოდ ნიღაბი იყო ამდენიხნის განმავლობაში?

ბოლოს სადღაცას დავჯექი, აზრი მაინც არ ქონდა რა იყო ან რა იქნებოდა. ახლა ახლა ეს ხდებოდა. მაგრამ მაინც წარსული და უამრავი კითხვები არ მასვენებდა. მახსენდებოდა მეს სიტყვები, ის პირველი იყო რომელმაც ეს ყველაფერი მითხრა. მან იგრძნო. იქნებ მეც ვგრძნობდი, უბრალოდ არ მინდოდა ამის აღიარება?!

დღეს ჩემით გავიღვიძე! დილის 7საათზე შენი უაზრო ხუმრობა მობილურით აღარ გამიგია, აღარ გითქვამს:დღეს კვირაა, დაიძინე-ო.არ ვიცი სად ხარ, რას აკეთებ.. არაფერი არ ვიცი.მზიანი ამინდია, თუმცა მაინც მცივა. თითქოს ჩემი მეგობრები ჩემი კედლები იყვნენ რომლებიც მათბობდნენ, უცბად კი სახლი დაინგრა! ჯერაც ვერ გამიანალიზებია რომ ყველაფერი მორჩა.

ვერ ვაანალიზებ რომ სეტყვის ქვეშ ვდგევარ მარტო, ყველაფრის გარეშე. მხოლოდ მე არის ჩემთან. ჰო, ჰო ის ყველაფერია, მაგრამ მაინც მაკლია ბევრი. რა ვქნა? ვეკითხები ყველას, თუმცა პასუხს არავინ მცემს.ვერც მე. იქნებ თქვენ მაინც მითხრათ. რა ვქნა?
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 783 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2012-09-26 - 3:26 AMSpam

anano es shen dawere? sheurigdi ukve im megobars
gtxov shemexmiane an damamate facebookze tatia sichinava ase momdzebne

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0