Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა, ერთი სიკვდილი ძალზე ბევრია
3:41 AM
ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა, ერთი სიკვდილი ძალზე ბევრია
შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს,
ვით უშოვარი წამლის რეცეპტი,
მე კი გავყვები იმ მისამართებს
უმისამართოდ რომ დავეძებდი.

გავყვები იმ გზებს, ნისლში რომ დალბა,
სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი,
და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ,
რომ დავიღალე და დავცოტავდი;

რომ დღე კვდება და...
კაცი ცოდვაა,
ჟინი უძირო ოდეს ქვევრია,
ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა,
ერთი სიკვდილი-
ძალზე ბევრია...
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 738 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.