Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » " დედა "
2:59 PM
" დედა "
არ დავიღლები შენზე ოცნებით,
ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე.
ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები,
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ჟამით ღვინო ჩნდეს, ჟამად ხემსები,
ლექსმა დათოვა დედი აული.
წავალ და სიკვდილს დავემწყემსები,
დავემწყემსები ვით სასწაული.

მივალ გათოშილ ზამთრის სიცივით,
დედი გზადაგზა უნდა მიშველო.
ხმა აღმივლინე პარაკლისივით,
ჯერ პატარა ვარ და უმნიშვნელო.

ეს რიჟრაჟები შენით ანთია,
იმედით დგანან ბნელი ტინები.
დედი მე გული დამიშანთია
და მხოლოდ შენს სულს ვეპოტინები.

არ დავიღლები შენზე ოცნებით,
ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე.
ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები,
ამდენი ცდის და წვალების მერე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 810 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.