”ჩემი ძმა მასზე 20 წლით უფროსმა ქალმა გამოიჭირა” - 21 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 11:49 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » ”ჩემი ძმა მასზე 20 წლით უფროსმა ქალმა გამოიჭირა”
11:57 PM
”ჩემი ძმა მასზე 20 წლით უფროსმა ქალმა გამოიჭირა”
"მინდა, ჩემი ძმის შესახებ გიამბოთ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ოჯახში პრობლემები დაიწყო და ჩემი ძმა ოჯახიდან წავიდა. ამ ამბავს ძალიან განვიცდი და არ ვიცი, როგორ ვიმოქმედო. ჩემი ძმა, კოტე, ჩემზე ოთხი წლით უფროსია. ბოლო პერიოდი სულ მის დაოჯახებაზე იყო საუბარი და ამ პროცესში ლამის მთელი სანათესავო იყო ჩაბმული. მაგრამ ჩემი ძმა ამაზე საუბრისგან სულ თავს იკავებდა. ამბობდა, უმუშევარი ვარ და ცოლს ისე ვერ მოვიყვანო. სამსახურს როცა იშოვიდა, მერე ის ორგანიზაცია ან უნდა დახურულიყო, ან თვითონ წამოვიდოდა ხოლმე. მოკლედ, ამ მხრივ, არ უმართლებდა. ადრე შეყვარებულიც ჰყავდა. იმ გოგონას მეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ დაშორდნენ. საკმაოდ დიდხანს იყვნენ ერთად, მაგრამ დაქორწინებას თავი ვერ მოაბეს. ოჯახში იმდენი შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ ჩემი ძმისთვის ქორწილი გადაგვეხადა. თანაც, ოროთახიან ბინაში ჩვენ ძლივს ვეტევით. ამის მიუხედავად, დედა ეუბნებოდა, მოიყვანე, თავიდან როგორმე გავიჭირვებთ და მერე იქნებ უკეთესობისკენ წავიდეს სიტუაციაო, მაგრამ კოტემ უარი თქვა, ჩემს ცოლს გაჭირვებაში ვერ ვამყოფებო. ასე იყო თუ ისე, ისინი დაშორდნენ.

შეყვარებულთან დაშორების მერე, კოტე სულ შეიცვალა. მუდამ დასევდიანებული იყო. ჩვენთან, ოჯახის წევრებთან, კონტაქტში არ შემოდიოდა. მის მდგომარეობას ყველანი განვიცდიდით და არ ვიცოდით, რა გვექნა. ერთი წლის წინ, მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს და პრობლემები კიდევ უფრო მოგვემატა. დედა პედაგოგია და მისი ხელფასითა და ბაბუას პენსიით გაგვაქვს თავი. რამდენიმე თვის წინ, კოტე სახლში გახარებული მოვიდა, სამსახური ვიშოვეო. ჩვენც ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. მეგობარმა დააწყებინა ერთ-ერთ ფირმაში მუშაობა. სწორედ იქ გაიცნო ქალი, რომელიც დღეს მისი საყვარელია. კოტე კი მას ცოლს უწოდებს. რა და როგორ მოხდა, არ ვიცით, მაგრამ ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გვითხრა, ცოლი მომყავსო. გაგვიხარდა მისი ნათქვამი, მაგრამ როცა გავიგეთ, ვისი შერთვა უნდოდა, ლამის გავგიჟდით. ის ქალი კოტეზე 20 წლით უფროსია და ორი შვილი ჰყავს. ოფიციალურად ორი ქმარი ჰყოლია და ორივეს გაშორებია, ახლა კი ჩემი ძმა გამოიჭირა. რთული მისახვედრი არ არის, ალბათ, როგორ მოახერხა ეს, თორემ ზუსტად ვიცი, რომ კოტე ეგეთ ქალს არასდროს შეხედავდა. თანაც, ბოლო პერიოდში შეყვარებულთან ურთიერთობა აღადგინა, შერიგდნენ და უცებ ეს ქალი გამოჩნდა.

მიუხედავად მშობლების ჩხუბისა, ჩემმა ძმამ ვერაფერი შეიგნო. დედას და მამას უთხრა, თქვენ მე ბედნიერებაში ხელს მიშლითო. მე ამ ყველაფერში არ ჩავრეულვარ, ან რა უნდა მექნა. მშობლებს არ დაუგდო ყური და მე მომისმენდა? ერთადერთი, მხოლოდ ის ვუთხარი, ანუკას რა პასუხს გასცემ-თქო (ანუკა მისი შეყვარებულია). მიპასუხა, ანუკა აღარ მიყვარს და ვინც მიყვარს, ცოლადაც იმას მოვიყვანო. უკვე ორი თვეა, კოტე სახლიდან წავიდა და იმ ქალთან ცხოვრობს. იმის გარდა, არავინ აინტერესებს. ნათესავებმა და ახლობლებმა არ იციან ეს ამბავი. ყველას ვეუბნებით, რომ კოტე სამსახურიდან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში გაუშვეს. მამა ამბობს, ხალხმა რომ გაიგოს, თავი მოგვეჭრებაო. თუმცა, ამას როდემდე დამალავენ, არ ვიცი. მშობლები ძალიან განიცდიან ჩემი ძმის ამბავს. მამა სულ ცუდადაა და განერვიულებულია. ბაბუას არც ვეუბნებით, თორემ ისედაც სულ ავად არის და ეს ამბავი, ალბათ, საერთოდ გადაიყოლებს. არ ვიცით, კოტეს როგორ დავეხმაროთ და ის ქალი როგორ ჩამოვაშოროთ. ფაქტია, რომ ის არ უყვარს. ჩემთან ურთიერთობაც კი აღარ უნდა უკვე. ვურეკავ, მნახე-თქო და ხან რას იმიზეზებს, ხან რას. ერთმა მისმა ახლო მეგობარმა გვითხრა, რომ თურმე ის ქალი ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლებას არ აძლევს. საწყალი კოტე, ალბათ, უკვე გამოაშტერა.

ანუკას რაც შეეხება, თითქმის ყოველდღე მირეკავს. არც მან იცის კოტეს ამბავი, ვატყუებ, დასავლეთშია სამუშაოდ წასული-თქო. მეუბნება, სულ ვწერ და ვურეკავ და ის არ მპასუხობს, იქნებ შენ მაინც სთხოვო, მიპასუხოსო. უკვე აღარ შემიძლია, ცალკე იმას განვიცდი, რომ ჩემს ძმას ვერაფერს ვშველი, ცალკე იმას, რომ რამდენიმე თვეა, ოჯახში ტრაგედია ტრიალებს, ცალკე ანუკას ვატყუებ, მაგრამ რა ვქნა. მეცოდება, სიმართლე რომ ვუთხრა. კოტე ძალიან უყვარს და რომ გაიგოს სხვა ქალთან ცხოვრობს, გული ეტკინება. თუმცა, როდემდე დავმალავთ ამას, არ ვიცი. ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ კოტე გონს მოვა და სახლში დაბრუნდება. ეს იმედი ძალიან მცირეა, მაგრამ მჯერა, რომ უფალი დაგვეხმარება. აბა, ასეთი უსამართლობა როგორ შეიძლება, რომ ხდებოდეს. ან იმ ქალს არ რცხვენია თავისი საქციელის? კაცები დაილია ამ ქვეყნად, ჩემს ძმას რომ არ მისდგომოდა. ამას წინათ კოტეს დავურეკე და ვუთხარი, ანუკა სულ შენ გკითხულობს და რა ვუთხრა, არ ვიცი-მეთქი. ასე მითხრა, მე ცოლიანი კაცი ვარ და სხვა ქალებს რატომ მიხსენებო და ტელეფონი გამითიშა. ჩვენი ოჯახი იმ ქალს რძლად ვერასდროს მიიღებს. არ მინდა, რომ ძმა დავკარგო, თუმცა, არც ის ვიცი, როგორ დავიბრუნოთ". 

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 162 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0