Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » ბრძნული გამონათქვამები
11:58 PM
ბრძნული გამონათქვამები

ბრძნული გამონათქვამები | 3



1. ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები,თორემ უმეცარი დარჩები.

2.ცხოვრება ბიზნესია,რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.

3.ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.

4.სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.

5.იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.

6.ოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.

7.ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას.

8.ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.

9.ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.

10.მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია

11.ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ , მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.

12.აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო-მეცნიერთა და მერმისი-დიდბუნებოვან კაცთა.

13.ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა, ვისაც ცუდი- ასული დაკარგა.

14.ნუ იქნები მეტად ტკბილი,რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტისმეტად მწარე,თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.

15.ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.

16.მუდამ სხვების მძრახავს მეგობრობა არ შეუძლია.

17.სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.

18.პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით,რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.

19.მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჩირდება,რამდენადაც იმის რწმენა,რომ ისინი დაგვეხმარებიან.

20.საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს.


ბრძნული გამონათქვამები | 3


ბრძნული გამონათქვამები | 3
კატეგორია: ბრძნული აზრები ♥ | ნანახია: 2869 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.2/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.