Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » ბოლო ფიქრი
6:42 AM
ბოლო ფიქრი
ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება.
ბედობა დღეს უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა,
როცა გნახე მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.8/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.