Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » აზრი არა აქვს მაინც მახსოვხარ..
11:58 PM
აზრი არა აქვს მაინც მახსოვხარ..
მე მომენატრე და ამიტომ გწერ...
მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია
გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ
შენი გული კი მგონი სხვისია.

მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით
და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ,
წამით რომ მაინც გადაგივიწყო
და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ.

მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად
დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს.
სევდიანი ვარ როგორც არასდროს
ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს.

მგონი ვგიჟდები ამ წუთში ახლა
მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა
ახლა დავთვრები და მონატრების
უკანასკნელი რამე იქნება.

თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ
დარდით ოცნებას დავეძალებით
მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ
რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით

დავლიე ღვინო და დავითვერი,
მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა...
გინდ მთვრალი ვიყო, გინდა ფხიზელი
აზრი არა აქვს მაინც მახსოვხარ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 482 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.