Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » არარსებული სიყვარული
0:27 AM
არარსებული სიყვარული

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 307 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.