ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები! |
|
გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს ასე,რომ გასუქდა! თითები შემახეთ გათოშილ თითებზე დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე ჩემთვის, რომ დაგმალო! ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე... წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ ზამთრამდე! დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ... გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა ჰაერი მაჩუქეთ! |
საოცარია... როცა შორიდან საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ, როგორც სრულიად უცხო არსებას და ვერ პოულობ სულ მცირეოდენ, სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას... საოცარია... |
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები, მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ... დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა... |
|
რომ ავყოლოდი გულისთქმას ჭკუას არ დავიხმარებდი. შენთან დავლევდი ჩემს დღეებს შენს გულში გავიხარებდი... ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი გზას წისქვილისკენ გავლევდი... პატარაც რამე გწყენოდა, სულს ხოხობივით დავლევდი... |