Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 07

ლამაზ სიკვდილებს
ვით უკვდავების შემამკობელი
მძიმე სიცოცხლის მსუბუქ გვირგვინი
როგორც იმედი უკანასკნელი
მე შენში ვპოვე ჩემი სიკვდილი

შენს ნათელ სახეს,შენს ნეტარ თვალებს
და შენს ბაგეზე მქროლავ ღიმილებს,
ასე საამოდ სულს რომ მიწვალებს,
მე– მათ ვამსგავსებ "ლამაზ სიკვდილებს".
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-07 | კომენტარი (0)


რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,

იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 678 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-07 | კომენტარი (0)


დღეს ყველაფე
რი შენს თავს მახსენებეს,
ისევ უმთვარო ღამეს ვათენებ,
ალბათ ამ გამეს შენ სულ სხვას ელი
მე კი დაკარგულ სიყვარულს ველი...
მე ისევ გელი და ისევ ვმღერი,
თუმცა ვერ გათბობ, თუმცა არ მელი,
მოვა დრო რომ ვთქვათ სიტყვები წრფელი,
რომ გავიხსენოთ გასული წლები...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-07 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.