10 რამ რაც ქალებს მამაკაცებზე უკეთ გამოგვდის - 22 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 6:01 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » 10 რამ რაც ქალებს მამაკაცებზე უკეთ გამოგვდის
2:28 PM
10 რამ რაც ქალებს მამაკაცებზე უკეთ გამოგვდის
ამის მიუხედავად მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები. გულდასმით წაიკითხეთ რა გამოგვდის ქალებს მამაკაცებზე უკეთ. რა იცით, რად დროს გამოგადგებათ.

1. უფრო კომუნიკაბელურები ვართ

გამოთვლილია, რომ ქალი ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 23 000 სიტყვას ამბობს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მხოლოდ 1200 სიტყვას "ხარჯავენ". ამიერიდან, როდესაც თქვენს კულინარიულ "შედევრს" უკომენტაროდ დაგიტოვებთ, აღარ გაგიკვირდეთ რატომაა ასე უყურადღებო.

2. კომპაქტურად ვალაგებთ ჩემოდანს

დაავალეთ ნებისმიერ მამაკაცს ჩემოდანში 15 კაბისა და ამდენივე წყვილი ფეხსაცმლის ჩალაგება და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ჩვენსკენაა უპირატესობა.

3. უკეთ ვარჩევთ ავეჯს

რატომღაც მამაკაცებს პირადი თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნიათ ამა თუ იმ შენაძენისას ინსტრუქციის კითხვა. ეს ინგლისელი მეცნიერების დაკვირვების შედეეგად გაირკვა. ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ახალნაყიდი ტუმბოსა თუ საწერი მაგიდის აწყობის შემდეგ რამდენი ჭანჭიკი და ზედმეტი დეტალი დაგრჩენიათ.

4. მათგან განსხვავებით უამრავი დაქალი გვყავს

როგორც ირკვევა, კაცების სამეგობრო, ჩვენს მეგობრების წრესთან შედარებით, აშკარა უმცირესობაშია. თანაც კაცები იშვიათად იჩენენ ახალ მეგობრებს.

5. ქალებს ერთდროულად 10 საქმის კეთება შეგვიძლია

მაგალითად- ვამზადებთ სადილს, ვეხმარებით ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში, ვაწყობთ სამომავლო გეგმებს და პარალელურად ტელეფონზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ქალისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კაცებისთვის წარმოუდგენელი რამაა.

6. ხუთოსნები ვართ

მამაკაცებს ქალების ლოგიკაზე დაცინვა უყვართ. არადა სულ ტყუილად. როგორც წესი, პოტენციურად ქალები უფრო განათლებულები არიან და სკოლაშიც უკეთ სწავლობენ.

7. უკეთ მართავენ ავტომობილს

ქალებს ნაკლებად უყვართ რისკი და საჭსთან ძალიან მოწესრიგებულები არიან. სტატისტიკის მიხედვით ავარიების 77%-ი სწორედ მამაკაცების "დამსახურებაა".

8. უკეთ თამაშობენ ბირჟაზე

აი, კიდევ ერთი საბუთი იმისა რომ კიდევ ერთ "კაცურ" საქმეში ვაჯობეთ მათ. მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟებზე ქალების მოგების წილი 18%-ით მეტია მამაკაცების შემოსავალთან შედარებით.

9. შეგვიძლიათ პირველმა მივიღოთ გადაწყვეტილება

სულ ტყუილად გვგონია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მამაკაცმა უნდა დაიწყოს საუბარი. ამის გაკეთება მათ ძალიან უჭირთ.

10. გაგიკვირდებათ და მამაკაცებზე უკეთ შეგვიძლია ჰალსტუხის შეკვრა

მართალია, ჰალსტუხი ყოველთვის ნამდვილი ჯენტლმენის გარდერობის ნაწილია, მისი შეკვრა ქალებს უკეთ გამოგვდის. რაც მთავარია, კაცები ამ ამბავს არ აპროტესტებენ და სიხარულით გვითმობენ ამ საქმეს.
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 505 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0