შავი ვარდები - ანგელოზი
ხუთშაბათი, 2016-12-08, 7:03 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » შავი ვარდები
შავი ვარდები
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:11 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
რაღაცნაირი დღე იყო... ყველას ცხელოდა, მე დიდად არა... ყველა წუწაობდა, მე ვერ ვიტან როცა წყალი მესხმევა, ამიტომ მე არა... რაღაც უაზროდ ვიყავი... სახლიდან არ გავსულვარ, ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე მჯდარი წიგნს ვკითხულობდი გულმოდგინედ, მერე უცებ შევანჩნიე წითელი წვეთები წიგნზე... სისხლი იყო... მივხვდი რომ ცხვირიდან მომდიოდა... შევაჩერე... დიდხანს გრძელდებოდა ასე...

ერთ დღესაც ყველა ისე მექცეოდა როგორც დედოფალს... რაღაც ვიეჭვე და ჩავეძიე... გამომიტყდნენ რომ თავის ტვინის სიმსივნე მქონდა... დეპრესიაში ჩავვარდი შინიდან გასვლა არ მინდოდა ჩემს საყვარელ ფანჯარას არ ვცილდებოდი...თხელ მზის ჩასვლას ვუყურებდი... ფაჯარა გავაღე, ორივე ფეხი გადავყავი და ვუცქერიდ როგორ ეფარებოდა მზე ხეებს, ხანდახან შემომანათებდა და თვალთ მიბნელდებოდა, მეგონა გული წამივა და გადავარდები მეთქი... მეერე შევამჩნიე როგორ მიყურებდა ხალხი ქვემოდან... ალბათ , იფიქრეს რომ თავს ვიკლავდი მაგრამ შეცდნენ... ეს მოვლენა მე არ დამიჩქარებია... დეპრესიაში ჩავარდნილი მტლიანად მოვწყდი გარე სამყაროს და ყველას ვისაც ვიცნობდი.... ერთხელფანჯრიდნ კაკუნი მომესმა, გამიკვირდა მესამე სართული იყო... მივუახლოვდი სარკმელს და დავინახე გაღიმებული ბიჭი... მგონი ჩემზე 1-2 წლით პატარა... ის მიცინოდა... მე სარკმელი გავუღე და გამოველაპარაკე:

-აქ რა გინდა?

-აბა შენ არ გამოდიარ გარეთ და ვინმემ ხომ უნდა გნახოს?-თან ზურგს უკან დამალული სისხლისფერი ვარდები მომცა... მეც გამეღიმა...

-მადლობა... მაგრამ აქ როგორ ამოხვედი?

-ბიჭები დამეხმარნენ, მეხანძრეები...

მმერე სისულელეებზე ვილაპარაკეთ... კარგად გავერთე... ისიც... ყოველდღე ასე მეორდებოდა... ის მოდიოდა... ყვავილებით (ვერ გავაგებინე რომ ყვავილები არ მიყვარდა) , ვსაუბრობდით... ერთხელ სინდისმა შემაწუხა...მე ხომ ვკვდებოდი? მას კი აშკარად გრძნობები უჩნდებოდა ჩემ მიმართ... შემეცოდა... როცა მოვიდა ვუთხარი:

-რამდენი ხანია გიცნობ, მე ხომ სახელიც არ ვიცი...

-რა საჭიროა?

-არ ვიცი... იქნებ არის? იცი??.. რაღაც უნდა გითხრა... მნიშვნელოვანია..

-კარგი...

-მე კიბო მაქვს...

-მერე??

-რა მერე, არ გესმის, კიბო მაქვსმალე მოვკვდები ცალი ფეხი სამარეში მაქვს... არ ვიცი როდის მოვკვდები, ექიმებმაც არ იციან...

-რატომ უნდა იცოდნენ ღმერთები ხომ არ არიან? მეც არ ვიცი როდის მოვკვდები, შენ არ გამოირჩევი მაგით...

-რაა? რას გულისხმობ?

-რა დარწმუნებული ხარ რომ ხვალ მანქანა არ დამეჯახება, ან აბაზანაში სველ იატაკზე არ ამისრიალდება ფეხი?

-კარგი რა ეს სხვა შემთხვევაა....

-ან რატომ ფიქრობ , რომ მესამე სართულიდან სრულიად ჯანმრთელი ჩავალ ძირს?

-წადი...

-კარგი...

გავბრაზდი რომ ასეთი ფილოსოფოსობა დამიწყო... ფაქტიურად გავაგდე... რამდენიმე დღე ისე გავიდა არ ჩანდა... მაგრამ ჩემი ფანჯრის რაფაზე ყოველდღე მხვდებოდა თითო შავი ვარდი... გადავწყვიტე მეპოვნა... სახლიდან გავედი... ეს სენსაცია იყო... მაშინვე მეხანძრეებს მივაკითხე... აღმუწერე ვისაც ვეძებდი... მიხვდნენ და თავები ჩაღუნეს... ხმას არ მცემდნენ... ისტერიკა დამეწყო...

-მითხარით სად არის! მე კიბო მაქვს ნუ მანერვიულებთ!

-აღარ არის...

-რა?

-მასაც ზუსტად ის ჭირდა რაც შენ ახსენე ამ წუთას...

შოკი იყო ჩემთვის... ამის გარდა ყველაფერს ველოდი... ავქვითინდი...

-როდის?

-როცა ბოლოს ნახე,იმ საღამოს...

-კი მაგრამ შავი ვარდები ჩემს ფანჯრის რაფაზე ვის მოჰქონდა?

-ჩვენ... ისინი სამგლოვიარო ფერისაა... ბიჭმა გვთხოვა როცა ცოცხალი იყო, რომ მოვკვდები ყოველდილით მის რაფაზე 1 შავი ვარდი დატოვეთო...

ისე დავმძიმდი მეგონადედამიწას ჩავძირავდი... თვალები წყალმა ამომივსო, ყელზე ბურთი მომებჯინა... ვტირდი შეუჩერებლად... მერე თვალები დამიბნელდა... და როცა გავახილე... დავინახე ბევრი თეთრხალათიანი ადამიანი პირბადეებით და ჩემი სხეული უამრავ სადენსა თუ სასცოცხლოდ მნიშვნელოვან აპარატზე შეერთებული....


 
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » შავი ვარდები
გვერდი 1 დან1
ძებნა: