მეკვლეები - ანგელოზი
შაბათი, 2016-12-10, 6:02 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » მეკვლეები (ავტორი: ნათია ჯაფარიძე)
მეკვლეები
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:21 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ხუთი წლის წინ .
ახალი წლის ღამე. თორმეტს ხუთი აკლდა.
ბავშვები, ჩემი მეკვლე-მფერხავები, გარეთ გასვლამდე დავარიგე:
_აბა თქვენ იცით შვილებო! დააკაკუნეთ .
მე გკითხავთ: _,,ვინ ხარ?,,
მეტყვით:_ ,,ახალი წელი ვარ. მომაქვს ბედნიერება , სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა.,,
შემდეგ შემოხვალთ მარჯვენა ფეხით, წააქცევთ კართან დადებულ წყლიან ჭიქას. ორივესთვის დავდგამ რომ არ იჩხუბოთ. დაივლით ყველა ოთახს, მიმოაპნევთ ტკბილეულს, ბრინჯს , ხურდებს და დალოცავთ ოჯახს. გასაგებია?
_კი, დედიკო_ ჯარისკაცებივით მიპასუხეს სინქრონში. (თუ ჯარისქალებივით)
ხუთ წუთში კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_რომელი ხარ?
_ჩვენ ვართ, ქეთი და ნანა. ვითომ არ იცი...
გავწითლდი.კარის ღრიჭოდან მოგუდულ-გაბრაზებული ხმით გავძახე:
_რა მოგაქვს ახალო წელო?
_შენ რაც გაგვატანე. ბრინჯი, კანფეტები, ხურდაც ყრია ტომარაში.
_ მობრძანდით._შემოვიდნენ ჭიქები ლამის დაამსხვრიეს. დარბის ქეთი ოთახ-ოთახ , კანფეტებს ისვრის და იძახის:
_წერილი, სიხარული, წერილი, სიხარული....
უკან ნანა მისდევს:
_რომელ თვალში? რომელ თვალში?

მიფერხვეს სახლი .


 
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » მეკვლეები (ავტორი: ნათია ჯაფარიძე)
გვერდი 1 დან1
ძებნა: