| თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:20 AM | შეტყობინებები # 1 |
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
| თუკი ხელებისა და ფეხების დამორჩილებით გინდა გადაცურო ოკეანე და გადადგა სივრცეში თუნდაც მცირე ნაბიჯი. თუ შენ გსრუს გეჭიროს დროის უმწეო სადავე, შეაჩერო ფორთხოლისფერი მზე და დატოვო გარშემო "მალინისფერი" სითბო . თუ გინდა , რომ "რუხ" ზამთარს გახადო ნაცრისფერი კოფთა და გაძარცვო ხეები "არ ცმული" სამოსით, იქნებ გეფიქრა საკუთარ შესაძლებლობებზეც?! ალბათ მე გამასამართლებენ უზადო იმედის ტარებისთვის. შენ-გამოუყენებელი "შესაძლებლობებისთვის" და დავრჩებით დედამიწაზე, როგორც ორი ჩამწვარი , უვარგისი ფითილი , რომელსაც ერთ დროს უნდა გაენათებინა (სამყარო თუ არა) პატარა ოთახი მაინც. ვატარებთ მუჭით ერთადაერთ ასანთის ღერს, იმის იმედით , რომ ოდესმე ისევ ავალდებით.. ხო, ამის შემდეგ ალბათ იმასაც გვეტყვიან: "იმედი ბოლოს კვდება"-ო , მაგრამ ჩვენ იმედს, რომ ბოლო არ აქვს?! ჩვენ არც სიკვდილს ველით და არც სიცოცხლის დასასრულს (ვფიქრობ , რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა). არც მზის ჩასვლას ვდარაჯობთ და არც ღრუბლების ქორწილს. ჩვენ ყოველივეს ყველაფერს შემთხვევით ვესწრებით და შემდგომ პირდაპირ თუ ირიბად გვსურს თანმიმდევრობით იგივეს გამეორება. ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შენ და მე ან თუნდაც მე და შენ, მოლეკულური ზომის, მტვრის ნაწილაკებისგან შემდგარი ახალი მნათობი ქიმიური ელემენტი , ისე შევერწყმით ერთმანეთს , როგორც მდედრი და მამრი , ჰომოზიგოტი და ჰეტეროზიგოტი. მაგრამ ჩვენ მაინც -ორივე, დომინანტური გენის მატარებელი ინდივიდები ვართ და თუნდაც ბიოლოგიურად არეული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა დნმ-ში , მაინც ქმნის პოლინუკლეოტიდურ ჯაჭვს, რომელიც ასტროლოგებს ამცნობს , რომ მომავალი გველის წელიწადი მე-ლომსა და შენ-"მალინას" მრავალგზის ტახიკარდიას გვიქადის.
|
|
| |