არ მოკლა!!! - ანგელოზი
შაბათი, 2016-12-10, 6:03 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » არ მოკლა!!! (თამარ მამარდაშვილი)
არ მოკლა!!!
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 2:22 PM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
,, ...მოკალი, ესროლე! დაუმტკიცე საკუთარ თავს, რომ მებრძოლი ხარ და არა პირველივე დაბრკოლების მიერ შეშინებული უბადრუკი ქაჩალი.''

,, ... არ მოკლა! ნახე რას დაგამგვანა ლეღვის ნეშოაფარებულის პირველმა ცოდვამ. ცხოველის ტყავით შეგმოსა ღვარძლმა, არ მოკლა... სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ! ''

,, ...მოკალი! ნუ იქნები მეამიტი, გაიხედე ირგვლივ: შვილები დედებს ხოცავენ, ძმები ერთმანეთს ტყვიებს ესვრიან, შენ კი ერთი სულთმობრძავი ვერ მოგიშორებია. ''

,, ...არ მოკლა! ნუ ჩაიკლავ შენში ადამიანურს! ახედე ცას და დაინახავ, რა ცხოველსმყოფელი ძალა აქვს სიკეთეს. თანალმობის ნიჭია უძვირფასესი, რომლის გამოც ადამიანს ადამიანი ჰქვია!''
,, ...მოკალი! ვირთხებს ორთაბრძოლას არ უმართავენ! გაანადგურე! ობობებიც კი ბუზებს კლავენ, მელიები–ქათმებს და განა ადამიანი რით არის უკეთესი სხვა სახეობებზე?! მოკალი! ნუ დამაჯერებ, რომ მხოლოდ ზრახვებში ხარ დიდი და არა მათ განხორციელებაში!''

. . . . . . . . . .

ჩამოუშვა ხელები, იარაღი ემძიმებოდა, ყოვლისშემძლეც კი ეგონა თავი... ამ დროს ის გაახსენდა... ის... საოცარი... თორმეტი წლის ასაკში ღიმილშეყინულ სახეზე მუქი ფიცარი რომ დააფარა და ამ ფიცარზე გრუხუნით დააყარა მიწა...
ისევ აგონდება...
ბავშვობის მოგონება უთბობს გულს...
,,როგორ ვიდექი იქ, მის საფლავთან.... მე კეთილი და გულწრფელი ვიყავი მაშინ!'' – თავისთვის ჩაეცინა ამაზე...
. . . . . . . . . .

მარჯვენა მხარემ იმძლავრა: არ მოკლა! ახლაც ბჟუტავს შენში სიკეთის ცეცხლი... არ შეიძლება ამაზე უარის თქმა... იუდამაც კი ინანა ბოლოს.
ნუ დასცინებ კეთილსა და კარგ გრძნობებს! ამაზე სიცილი უმსგავსობაა! ადამიანობაა უპირველესი და უ სიკეთით იცხოვრებ, არ მოკვდება შენი ნათელი, თუნდაც უკვე აღარ იყო... მართალნი მიდიან, მაგრამ ნათელი მათი რჩება სამარადჟამოდ!

. . . . . . . . . .

მარჯვენამ გაიმარჯვა! არ მოუკლავს! იარაღის სიმძიმეც აღარ აწუხებდა. ბავშვობის მოგონებამ გადაარჩინა და ის ღირსება გაუღვიძა, რომლის გამოც ადამიანს ადამიანი ჰქვია, ერქვა და ერქმევა!


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » არ მოკლა!!! (თამარ მამარდაშვილი)
გვერდი 1 დან1
ძებნა: