| თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:08 AM | შეტყობინებები # 1 |
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
| დღეს ხეებს მწიფე ლექსი ასხია, დღეს სიზმარია ეს დღე მთლიანად. ისე მომინდა შენი დანახვა ცას მივაშტერდი და შევარხიე. დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, ფარავს ქვიშებს და ფარავს ბალახებს. ზღვა მირბის ჩუმად, ზღვა მირბის ცისკენ და მიაცურებს ცისფერ ბალდახინს კანოესავით. ოკეანეში დგება სიჩუმე და გაგიჟება დღეს, რომც გინდოდეს არ გაგიშვებენ ხელიდან თეთრი ანგელოზები. დღეს ყველა ლექსი ზღვაში მარხია და იფარება მიწა მთლიანად. დღეს ზღვაა მხოლოდ სამართლიანი, კლდეებს ტალღები რომ შეამსხვრია. მიიპარება მიწა სიღრმეში. ლექსი ჩერდება, ლექსი ფითრდება... მე მზით და ზღვებით სავსე ფილტვებით, ბოლოს თეთრ ღრუბლებს ამოვიხვნეშებ...
|
|
| |