Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 17 » ის, რაც მოსაპოვებელია ღირსეულად მოიპოვე დასათმობი კი ღირსეულად დათმე !!!..............
0:18 AM
ის, რაც მოსაპოვებელია ღირსეულად მოიპოვე დასათმობი კი ღირსეულად დათმე !!!..............

მინდა გიამბოთ ერთი გოგონას სამწუხარო ამბავი. უფრო სწორად მისი ნაამბობი გადმოგცეთ:"ეს სიყვარული დაიწყო თითქმის უკვე 6 წლის წინ!ჯერ კიდევ მაშინ როცა ვიყავი პატარა და მერქვა ბავშვი!მაშინ ისიც ბავშვი იყო ჩემი ასაკის! სწორედ ეგ ბავშვი შემიყვარდა. მისი თვალები,მზერა,ხმა,გამოხედვა, მისი საყვარელი სახე. ეს ადამიანი ჩემი სიყვარული და ჩემი ტკივილი გახდა, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი!მის თვალებს და მის დაუნდობლობას სიკვდილის ზღვრამდე მივყავდი ,მაგრამ არ მკლავდა!ამ ქვეყანაზე ერთადერთი ოცნება მქონდა, ერთადერთი სურვილი, თხოვნა, ნატვრა... ეს ის იყო!მის სიყვარულზე ვოცნებობდი. მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა..ეკლესიაში ყოველთვის სანტელს ვუნთებდი და ღმერთს ვსთხოვდი თუ კი ოდნავი შანსი მაინც მქონდა დამხმარებოდა და მასთან ბედნიერება მღირსებოდა!რამდენი სანთელი დაიწვა, მაგრამ არაა...ის მაინც არ მეკუთვნის არა..ახლა კი მე მასზე ოცნებაც აღარ მეკუთვნის! მიკვირს მის გულში რად ვერ ვიპოვე პატარა კუთხე როცა ჩემს გულში მას ეკავა მთელი სამყარო! ყოველთვის ამ ფრაზით ვცხოვრობდი:"იმედი ბოლოს კვდება!" და აი ის ბოლოც დადგა...აი, იმედი სად კვდება!ამდენი ხნის სიყვარული ერთ დგეში ნადგურდება, ერთ დგეში წარსულს ბარდება... მტკივნეულ წარსულს!.. თურმე მიყვარდა ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით ვძულდი, მე კი სიყვარულისგან დაბრმავებული ვერაფერს ვხედავდი... ეხლა ვტირი და არა იმაზე რაც ეხლა ხდება.. არა!.. მე წარსულს მივსტირი რომელიც აღარ დაბრუნდება, იმ დღეებს წუთებს და წამებს მივსტირი და იმ სიყვარულს მივსტირი, რომელიც წარსულს ოცნებადვე ბარდება! მე იმ ცრემლებსაც მივსტირი და იმ სიცილს...ტკბილმა დარდმა ჩემს თვალებში გზად ჩაიარა... მწარეა სიმართლე და საერთოდ მწარე ყოფილა ცხოვრება... ყველა მოგონება გულს მტკენს მაგრამ ზოგჯერ ის დრო მენატრება...მენატრება მისი გამოხედვა და მისი ჩამაფიქრებელი თვალები...მისი ყველა მოძრაობა ყველა გადადგმული ნაბიჯი მახსოვს...ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფერი იყო! არ ვიცი რა ვქნა .ის კი ვიცი რომ ჩემთან არასდროს იქნება, დრო გავა ოჯახს შექმნის მე კი.. მე კი მისი ცხოვრების უარეს ყველაზე საშინელ მოგონებადაც არ დავრჩები! მე უბრალოდ ვიყავი მისი ცხოვრების ერთი ფურცელი, რომელზედაც უზარმაზარი სიყვარული იყო ამოკვეთლი, და ფურცელი, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ არც გადაეშალა...ფურცელი, რომელიც უბრალოდ ამოხია და ქარს გაატანა, მაგრამ ქარმა ეს ფურცელი მის ცხოვრებაში შეიძლება ისევ დააბრუნოს.ფურცელს გაშლის და ნახავს რომ ნაწერები უკვე წაიშალა.. რადგან ამ ფურცელმა ბევრი რამ გამოიარა, მან თითქმის ნახევარი ცხოვრება უკან ჩამოიტოვა! დრო კი თავისას შვრება! Mმაშინ კი უნდა დახიოს და უნდა შეინახოს, ის უკვე უბრალოდ ერთი დროისგან და ტკივილისგან გაცვეთილი ცარიელი ფურცელი იქნება!სიყვარული კი დროს და ცრემლს წარსულში მიმავალი ქარისთვის გაუტანებია!ეს ყველაფერი მწარეა და მტკივნეული, მაგრამ დრო უკან რომ დამაბრუნებინა ალბათ არაფერს შვცვლიდი! Gასაკვირია არა?!.. არ ვნანობ რომ მიყვარდა.. ერთი წუთითაც კი არ მინანია...ის ჩემი პირველი სიყვარული იყო...სიყვარული მან მასწავლა...ეხლა უკვე ვიცი, რომ არ შეიძლება ადამინი მარტო ბედნიერი იყოს...მე უკვე ვიცი რა არის ტანჯვა, ტკივილი... ვიცი რა განსხვავებაა ოცნებასა და რეალობას შორის!მე მისი მაინც მადლობელი ვარ რადგან მან მე ცხოვრება მასწავლა!!!....ეკლესიაში წავედი, სანთელი დავანთე და ღმერთს პირველად ვსთხოვე დამხმარებოდა უკვე მის Dდავიწყებაში!ნეტა იცოდე როგორ გამიჭირდა...ამ სანთელს ჩემი გული და სული გავატანე...გული და სული, რომელიც სავსე იყო უზარმაზარი სიყვარულით და ფუჭი იმედებთ..."- ამ დროს გოგონა უცბად გაჩუმდა, გამომხედა ,თითქოს თვალებით შველას მთხოვდა და თვალცრემლიანმა ერთი კითხვა დამისვა:"ნუთუ ჩემთვის სიყვარული ცოდვაში წერია? " MEმე კი ხმა ვერ ამოვიღე გაოგნებული და თვალცრემლიანი თვალებში ვუყურებდი...გოგონა ამ კითხვაზე პასუხს 6 წელი ეძებდა ,მაგრამ ამაოდ...ეს კითხვა დღემდე უპასუხო კითხვად დარჩა... მას უყვარდა ადამიანი 6 წელი და მისგან სიყვარულის ნაცვლად სიძულვილი მიიღო...არაფრად აგდებდა მის გრძნობებს...გოგონას წერილიც გაუგზავნია სადაც ყველაფერი ეწერა და მისგან მარტო საბოლოოOLსიტყვებს ითხოვდა მეტს არაფერს... მაგრამ ამ ბიჭს წერილი არ გაუხსნია ცეცხლი წაუკიდებია და დაუწვია! ამან გოგონას ძალიან ატკინა გული...მან ხომ მისი გრძნობები Dდაწვა A.,.ბიჭს იმის გამბედაობა არასდროს ქონია რომ გოგონასთვის ერთი სიტყვა მაინც ეთქვა პირისპირ! Gგინდაც არ მიყვარხარ ! გოგონას შეატყობინეს რომ თურმე მას მთელი ამ წლების განმავლობაში შეყვარებულიც ყოლია! Uუთხრეს რომ ბიჭს მთელი არსებით სძულდა!სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბრძოლა შეეწყვიტა და ყველა მოგონება ისევე დაეწვა, როგორც მან დაწვა ის წერილი!არასდროს დამავიწყდება გოგონას სიტყვები:"მე ის ადამიანი არასდროს დამავიწყდება ,რადგან ძალიან დიდი ტკივილით დამამახსოვრდა...წარსული მოგონებებად დარჩება და ღმერთს ვთხოვ დამეხმაროს რათა დადგეს ის დგე, როდესაც მის გახსენებაზე ამოდენა ტკივილს არ ვიგრძნობ!ვიცი ერთ დღეს უკან მოიხედავს და თავის წარსულს თვალს გადაავლებს!ნახავს თუ რა ეკლიანი გზა გამოუვლია ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევდა...თვალზე ცრემლი მოადგება და ცხოვრებაში პირველად მოუნდება გულიანად ტირილი...სიამაყე დაავიწყდება შეიძლება თავი ყველაზე უიღბლო ადამიანად ჩათვალოს და ის Eერთ დღეში სწორედ იმ ჯოჯოხეთს გაივლის რაც მე 6 წელში გავიარე!შეიძლება ბევრი რამის შეცვლაც მოინდომოს მაგრამ უკან გზა არ არსებობს!თვალებიდან ცრემლი გადმოუვარდება გაკვირვებული უცბად მოიწმენდს და მაშინ მიხვდება რა მწარეა ,როცა დაკარგე და არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია... Eერთადერთი რაც სულ ოდნავ მაწყნარებს ისაა ,რომ ადამიანი ,რომელიც მიყვარდა უბრძოლველად არ დამითმია!მისი ადგილი კი უკვე ჩემი გულის ძალიან ბნელ სიღრმეშია!"- გოგონას ბოლო სიტყვები კი ასეთი იკო:"ჩემი ყოფილი სიცოცხლე , ახლანდელი ტკივილი და მომავალი არაფერი ! "-აი ასე მორჩა ეს ისტორია..... მოსმენის შემდეგ მოსვენება დავკარგე და რომელმაც გული ნამდვილად მატკინა !!!......... Aასეთი ყოფილა სიყვარული მწარე და დაუნდობელი! მე კი ერთი რჩევა მინდა Mოგცეთ:უბრძოლველად არავინ და არფერი დათმოთ ,რდგან ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვდივართ და სანამ წავალთ სიყვარულიც და ტანჯვაც ღირსეულად უნდა გაიარო , ტირილიც ღირსეულად უნდა შეგეძლოს და დამცირებაც კი ღირსეულად უნდა აიტანო!!!............................................................. ის, რაც მოსაპოვებელია ღირსეულად მოიპოვე დასათმობი კი ღირსეულად დათმე !!!..............
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1195 | დაამატა: anano_oo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.