Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 17 » ველოდები მზეს..
3:21 PM
ველოდები მზეს..
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს... 
სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს... 
მე ხომ, შენი მოფერება მათბობს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
მზესთან ერთად ულამაზეს ასულს... 
მთელი ღამე შენი დარდი მდევს, 
და ფაქიზად ვეფერები წარსულს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის... 
ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს... 
და მზესავით გამიღიმებ მაშინ... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი... 
შენთან ერთად დავიღალე მეც... 
ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს... 
შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს... 
მე მზე მითბობს უშენობის სურვილს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის... 
შენი ფიქრი ძველებურად მდევს, 
ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის... 
მთების იქეთ მიმალულა მზე... 
ყოველ დილას გელოდები სახლში... 
სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს... 
და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1125 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.