Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » უშენობის დოზა
1:15 PM
უშენობის დოზა
მე ვიზოგავდი შენს თავს, როგორც ძვირფას სუნამოს,
შენი სურნელი - შერჩენილი კაბას შლეიფი,
შენი სიტყვები- მოხვეული ყელზე სურვილი
შუამავალმა თებერვალმა ისე შეიშნო,

რომ ვერ გავიგე, როგორ გალხვა ყინული ხმაში,
რომ ვერ შევნიშნე,სად დამთავრდა ზამთრის სავალი,
შემომეფოთლა შემპარავად თამაში ტანზე
და დარჩენილი ყველა შიში ისე დამალა,

რომ დაეჭვება აღარ ღირდა უკვე წვალებად,
თუმც მერყეობას არომატი ჰქონდა მენთოლის...
მე ყოველ ღამით გჭირდებოდი ისევ თავიდან
და ყოველ დილას ჰაერივით არ გეთმობოდი,

როცა შენს ალერსს,
როგორც ძვირფას ფრანგულ სუნამოს,
ყურის ძირებთან ვიპკურებდი უკვე თამამად,
თუმცა მჯეროდა, წვეთ-წვეთობით ზღვაც დაილევა,
მაინც ჯიუტად ვერ ვამჩნევდი, რომ ამ თამაშმაც,

უკვე წააგო მომავალთან ყველა კამათი
და სინანულით ჩამობარდნილ ეზოებს მოჰგავს,
სადაც ტკივილი მწევარივით ჩამდგარა კვალში
და ახლა უკვე წამალივით შენს თავს მიზოგავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 787 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.