Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » ცრემლად ივსება თვალნი
5:23 PM
ცრემლად ივსება თვალნი

ცრემლად ივსება თვალნი
გაუმხელელი ვნებით.
ჩვენ ერთმანეთის ცალნი
უერთმანეთოდ ვქრებით.
უკვე შორია განცდა
მზე იწურება ზღვაში.

ცრემლად ივსება თვალნი
გაუმხელელი ვნებით.
ჩვენ ერთმანეთის ცალნი
უერთმანეთოდ ვქრებით.
უკვე შორია განცდა
მზე იწურება ზღვაში.
ჩვენ ერთმანეთი დაგვრჩა
უმისამართო გზაში.
არა მაცდური წამნი,
მაინც ცოდვილნი ვრჩებით.
ჩვენ ერთმანეთის წყალნი
უერთმანეთოდ ვშრებით.
სათქმელს ვეძებდით ღმერთში.
ბედს დასაცინად ვყავდით.
გულს ერთმანეთის მკერდში
უერთმანეთოდ ვკლავდით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 707 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.