Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » ცხოვრება
6:02 PM
ცხოვრება
რას გაუგებ ცხოვრებასო? - ამბობენ ცხოვრებისგან გატანჯული ადამიანები. 
მართლაც, დაუგეგმავი და მშფოთავია დღევანდელი ყოფა. შესაძლოა, ერთ დღეს თვალი დახუჭო და მეორე დღეს ვეღარც კი გაიღვიძო. სიკვდილი, ხომ, როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობს: ,,ადამიანად არყოფნის სევდაა. ამასთანავე რა არის სიკვდილი? - ისეთი არაფერი, თვალებს დახუჭავ და მოვა!’’'მოვა სიკვდილი თავისი შავი მანტიით... 
სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ უნდა დავტკბეთ ცხოვრების მშვენიერი წამებით, არამედ ყოველ დღე უნდა ვეზიაროთ უფლისგან ნარგუნებ მზის სხივებს, რადგანაც წმინდა წერილშიც ხომ წერია: ,,მზე გვაქვს ხილული,…გვაქვს უფლისა მიერ.’ ამასთანავე, უნდა გამოვიყენოთ ის ტალანტი, ნიჭი, რომელიც უფალმა გვიბოძა და ხალხში გავავრცელოთ. იმ გაუმაძღარი კაცივით, როგორც სულხან-საბას იგავშია მოხსენიებული, მიწაში კი არ უნდა ჩავფლათ, პირიქით, უნდა მოვიხმაროთ საჭიროებისამებრ და გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომლის სახითაც ყოველ ჩვენგანს უფალი გვევლინება და გამოგვცდის.
ცხოვრება, რასაკვირველია, დაუნდობელიცაა და კეთილიც. ,,ყველას უთენდება ცხოვრებაში კარგიცა და ცუდი დღეებიც’’ – ამბობს ლევ ტოლსტოი რომან ,,აღდგომაში’’ და ნათლად აღწერს რომანის პერსონაჟის ნეხლიუდოვის სულიერ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი უნდა შევეცადოთ, ცუდშიც კი კარგი ვეძიოთ, ყველაფერს იმედის თვალით ვუყუროთ, გავიღიმოთ, ღიმილი ხომ იმედის უმცროსი დაა, სიცილის უნარი არ დავკარგოთ და, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება. 
თუმცა, დღევანდელ საზოგადოებაში ძალიან ბევრმა არ იცის ღიმილის ფასი. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მოწყენილი ვიჯექი მერხთან და იმედგაცრუებული კედელს შევყურებდი. უეცრად თვალი მოვკარი ერთ წარწერას – ,, არაფერია უფრო იაფი და ბარაქიანი, ვიდრე – ღიმილი. Gგამცემს ამდიდრებს და არც დააზარალებს. გრძელდება წამით, გონებაში რჩება მარადის. არავინაა ისე მდიდარი, რომ ღიმილი არ სჭირდებოდეს. არავინაა ისე ღარიბი, იგი ვერ გასცეს. ოჯახში – ბედნიერებაა, საქმეში – შველა, უტყუარი ნიშანია მეგობრობისა. ღიმილი დამშვრალს სულს ამოათქმევინებს, გულგატეხილს გაამხნევებს, დამწუხრებულს ანუგეშებს, სნეულს წამლად დაედება. ის კია, მას ვერც იყიდი, ვერც ინათხოვრებ, ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს, როცა გჩუქნიან. და, თუკი, ვინმემ თქვენთვის მოულოდნელად ღიმილი არ შემოგაგებათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით. თქვენ გაუღიმეთ, რადგან არავის ის არ სჭირდება ღიმილი, ვიდრე – მას, ვისაც მისი გაცემა არ ძალუძს.’’ შესაბამისად, არ უნდა დავკარგოთ გაღიმების უნარი და ყველამ უნდა ვისწავლოთ ღიმილის ფასი.
ცხოვრება გამძლეობის უნარს გვიმუშავებს იმისათვის, რომ შემდეგ მისგან მოყენებულ ზიანს გავუძლოთ, ქედი არ მოვუხაროთ და არსებობა არ შევწყვიტოთ. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს ბუნებაში ევოლუცია, რომლის შედეგადაც ზოგიერთი ადამიანი წყვეტს არსებობას.
მე მწამს, რომ ცხოვრებამ რაც არ უნდა ტანჯვა მომაყენოს, თავს არ დავკარგავ, რადგან ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს ადამიანი. ერთმა აგურის გამოცლამ მის მიერ ამდენი ხნის მანძილზე წვალებითა და ჯაფით აგებული სახლი არ უნდა დაანგრიოს, ანუ მაგრად ნაგები საძირკველი უნდა ჰქონდეს ყოველი ჩვვენგანის ,,სახლს’’. ყველას ვურჩევ, რომ მაგარი საძირკველი ააშენოს, რათა უცაბედმა ბიძგმა შემდეგ არ გაანადგუროს და უსახლკაროდ არ დატოვოს.
იცხოვრეთ და ჭამეთ არა იმისათვის, რომ მხოლოდ იცხოვროთ, არამედ იმისათვის, რათა ისუნთქოთ და იარსებოთ. როდესაც სუნთქავთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებობთ. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ დღევანდელი დღით და ბევრი არ იოცნებოთ. სჯობია, რეალისტები ვიყოთ, მაგრამ, ამასთანავე, წინდახედულები. ვფიქრობ, წინდახედულობა ადამიანის განსაკუთრებული და ღირებული თვისებაა. ცხოვრება თავისი სიკეთითა და სიბოროტეთი მაინც მშვენიერი და ლამაზია... 
არ არსებობს უპრობლემო ცხოვრება და... ეს უკანასკნელი ცხოვრების გარეშე კი, უ ფ უ ნ ქ ც ი ო ა!
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 935 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.