Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე
4:46 PM
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე

რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.

გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარახრ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს.......

შენზე ვილოცებ,სანამ ქვეყნად დავიარები,
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენზე დარდს შევალიე,
ო,არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს.

სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით,
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 988 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-05-09 - 10:18 AM

auuu dz magari leqsiaa raa dz magadiaaaaaa(L)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.