Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » წამ(ებ)ი წვეთავს
8:38 PM
წამ(ებ)ი წვეთავს

რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,
მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,
მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით
და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.

ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,
რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის
წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს
და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.

მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,
ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,
ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა
და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.

ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,
მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,
სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის
და სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.

წვიმის წვეთები ისევ ცრიდეს გაზრდილ სახეზე,
ერთ დროს შხეფების რომ ვიყავი მიჯნური ურცხვად.
ახლა ქუჩაშიც ბალახები აზრდილა ხეზე
და მოგონების მოსავალიც იქნება უხვად.

მეც გავიზარდე, აღარ მყოფნის ჩემი სხეული,
მინდა ვიპოვო ის მეორე რომ გავნაწილდე,
მივისაკუთრო, ვით ნაპოვნი უცხო სხეული
და ამ სიჭრელის მონაპოვრით გადავარწივდე.

როგორც ჩანს, მუზას მოენატრა ჩემი რვეული,
გაცრეცილ ფურცლებს მელნის სუნად რომ კვლავ აქოთებს
და ამ სიტყვების ნაყარ-ნუყარ არტაშანებში
გზა აბნეული უგზო-უკვლოდ რომ დააბოტებს.

უკვე დაღამდა, ის კი ჯერაც მიგძელებს სათქმელს,
წამ(ებ)ი წვეთავს, მუზას მუზა დაუფლებია
და ნიავქარის ატაცებულ რითმათა რაზმებს,
ჩემს გონებაში სევდის ზღვები დაუშრეტია.

მინდა ვიყვირო, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ
და ვარსკვლავებმა არ დაზოგონ ცაზე ჭორფლები,
ჯერ ადრე არის ჩემს ქელეხში ჭამოთ კოლიო,
რომ ფარისევლურ თქვენ სიტყვების გახდეთ ორბები.

წამ(ებ)ი წვეთავს და ოდესღაც ვიყავი ბავშვი
ახლა კი ჩემი ცხოვრებისთვის ვიკვალავ ჭალებს,
რომ არ დავეცე და მოვექცე ამ სუფრის თავში
რომ სამუდამოდ ვემახსოვრო ამ დროთა თვალებს.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 745 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.