Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » წადი ჩემგან, წაგიღია დარდი...
2:30 PM
წადი ჩემგან, წაგიღია დარდი...
წადი ჩემგან, წაგიღია დარდი...
ერთად ვიყოთ – ვიძახოდით ერთხმად.
ჩუმად მითხრა, რომ ერთმანეთს ვგავდით,
სახლის უკან ამოსულმა ვერხვმა.

ნოსტალგიას ქარი ახვევს ალში
და ეს ქარი უშენობას ბურავს..
ჩემთვის მაინც სულ იქნები ბავშვი,
არ დაგიწერ განდიდების ქულას.

არც ხელკავით გაცილებდი სახლთან
და არც ვიყავ მოტრფიალე ამის;
ღამეს უნდა იმ სიზმრების გახდა,
მთვარის მიღმა რომ მოგაცვა ლამის.

ახლა ზეცა სუფთა არის ისე,
როგორც მანამ, გაგიცნობდი ერთ დროს.
დღე ღამის კვალს კვლავ ფეხდაფეხ მისდევს,
მინდა ღამეს დღე საფუძვლად ედოს.

უკვე ძველი მაგნოლიაც მზარავს,
ძველებურად ვეღარ გითმენ ამდენს..
ვერ დამითვლი მიყენებულ ზარალს,
უშენობაც რომ შენსავით მგავდეს.

ახლა მარტის მოსვლას ველი... მინდა
ხასიათი აგერიოს იქნებ.
შენი სუნთქვა თუ ათასად ღირდა,
ახლა ამ აზრს ჩემი სუნთქვით ვინგრევ.

მაგრამ მაინც ღმერთის შვილი გქვია,
ღვთის ხატება შენშიცაა... გბადებს
დრო და ბოლოს რომ არ იყოს გვიან:
დაჩოქილმა ეამბორე ხატებს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 709 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.