Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » სულ ასე
8:05 PM
სულ ასე
მინდა სულ ასე ბავშვად რომ დავრჩე,
ეს არის ჩემი ოცნების აზრი
არ მსურს დავბერდე და წლებში გავქრე,
მაგრამ ცხოვრება დანაა ბასრი,

მინდა მოგიყვეთ გულის ტკივილი
გადმოგიშალოთ ჰანგები ლოცვად,
არვის უნახავს ხალხის ღიმილი,
უბრალოდ იყო ჟლეტვა და ხოცვა.

ლექსის გაგრძელების ხალისი მეკარგება
რითმები წვიმაში და ქარში მეფანტება,
ასეთი ჰარმონია არასდროს შექმნილა
ალბად ოცნების ქალაქში ვერ მივალ.

ვცდილობ სევდა დღეს ღიმილით დავფარო
მინდა ყოველი ნაბიჯი გავთვალო
სხვისი განკითხვა არასდროს მომწონდა,
ხოდა ეს რითმები ჩემთან დროს მოჰქონდა

მუსიკის მოსმენა წვიმაში და ქარში
შემდეგ მოწყენილი ვბრუნდები სახლში,
ჩემთვის მარტოობა მხოლოდ სტიმულია
მარცხნივ გული აღარ უკვე ყინულია

რამდენი ხანია არ დამიწერია
სათქმელი დაგროვდა ! ჯერ კიდევ ბევრია
ალბათ მოგაბეზრეთ თავი ამ რითმებით
მაგრამ ჩვენ სუყველა დინებას მივყვებით

შენ თუ არ გინდა მოდი ნუ მომისმენ
თუ გინდა გამლანძღე მიდი დღეს მოგითმენ.
რაღაც მომენტებში მე არ გამიმართლა
ჩემს გვერდით დადგომა ზოგმა არ იკადრა

აქვე დავამთავრებ არ მსურს გაგრძელება
მოგიწევთ ქვეყნიდან ჩემი გაძევება
მაგრამ გახსოვდეთ ის სულ მეყვარება
აქ დავსვათ წერტილი მეტი მეზარება.

ავტორი: loko ვაკო კვერნაძე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1541 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 4.0/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.