Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » სტატუსები
8:24 PM
სტატუსები
1) პატიება – ძლიერების ხვედრია. სუსტებს პატიება არ შეუძლიათ

2) სამი რამ არასოდეს დაბრუნდება უკან: დრო, სიტყვა შესაძლებლობა. სამი რამ არ უნდა იყოს დაკარგული: მშვიდობა, იმედი და ღირსება. სამი რამ არის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, რწმენა, მეგობრობა

3) მე ჩემთვის მინდა, ჩემთვის გაჩენილი და არა სხვისი სითბო, ვიღაცის დარჩენილი

4) ხშირად ტყუილს ვამბობთ იმიტომ,რომ სიმართლის გვეშინია…

სტატუსები [2]


5) გახსოვდეს, მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიჰყავს წლები. კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები! ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში, თუ რა მოგველის, არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის

6) დუმილი ყველაზე უფრო აუტანელი შეპასუხებაა

7) ქვეყნად უცვლელი მაინც ის არის,რომ ყველაფერი ცვალებადია...

8) ზოგჯერ გინდება წაშალო მოგონებები,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი ძალიან გენატრება...


სტატუსები [2]


9) სიყვარულს უყვარს გულით ტარება და არა ენით

10) სანთელი დავანთე, საუბარი მინდოდა მასთან. მე ავუხსენი, რომ ვერ შევძლებდი ცხოვრებას სხვასთან. ტიროდა ჩემთან ერთად დიდხანს სანთელი, ის ჩემთან ერთად განიცდიდა ჩემს მარტოობას. სანთელი მიხვდა, როგორ გინდა შენ ჩემი ნახვა. უნდოდა ეთქვა რაღაც,მაგრამ უთქმელად ჩაქრა...

11) ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია.ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ, ყველა მეფე კაცი ჰგონიათ...

12) ქალაქში ქარია, ისეთი ქარია, გრძნობები არია, სულში კი დარია. ჩემი ”შეშლილები” ჩემს გვერდით არიან და თუ დაიღალე, მანდ, გულში კარია…

სტატუსები [2]


13) სიყვარული ღმერთია და როცა გიყვარს ღმერთი შენშია! 

14) ცხოვრება რაა? ხან ნატვრაა, ხან გაოცება - საქმეებისთვის ვეღარ ვიცლით ფიქრის მონები. გუშინდელი დღე - ხვალინდელზე იყო ოცნება, ხვალ კი ვიცხოვრებთ დღევანდელი დღის მოგონებით..

15) ყველასთვის გააღე შენი გულის კარი, რადგან შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და მიხვდე რომ ბრილიანტი დაგიკარგავს ქვების მოგროვებაში

16) ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი

სტატუსები [2]


17) თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა...

18) ჩემთვის ჩემი ცრემლები ტკივილია, თქვენთვის კი უბრალოდ წყალი...

19) გაუმარჯოს უხმო სიყვარულს, უსიტყვო ალერსს, ცისფერ ოცნებას და სევდიან თვალებს

20) გზა, სიყვარულის გადასარჩენად, ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს, ნუღარ მისურვებ ბედნიერებას, ბედნიერება მე შენში დამრჩა.

სტატუსები [2]


21) გოგონამ და ბიჭმა დადეს სანაძლეო. გოგონას ისე უნდა გაეძლო ერთი დღე, რომ შეყვარებულთან არ დაერეკა, მასთანაც არ მისულიყო და მასზე არც ეფიქრა. თუ ამას მოახერხებდა მაშინ ისინი ერთად დარჩებოდნენ, წაგების შემთხვევაში კი დაშორდებოდნენ. გოგონამ დავალებას თავი გაართვა და მეორე დღეს ბიჭის სახლში გახარებული მივიდა, სადაც შეყვარებულის წერილი დახვდა: ''ყოჩაღ, საყვარელო, შენ ეს შეძელი, შეგილია ასე ყოველ დღე მოიქცე?" გოგომ არ იცოდა, რომ მის შეყვარებულს ერთი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და სიმსივნით კვდებოდა

22) - ვკვდები! - რას ინატრებდი ყველაზე მეტად ახლა? - იმას, რომ მე მხატვარი ვიყო! - რატომ? - დავხატავდი ბევრ ყვავილს, და ისინი აღარ დაჭკნებოდნენ, დავხატავდი წვიმას, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით, დავხატავდი ბედნიერებას, რომ არასდროს მოგვეწყინა, დავხატავდი მთვარეს...სასწაულები ხომ ღამით ხდება მხოლოდ, დავხატავდი ყველას, ვინც მიყვარს, რომ სულ მათთან ვყოფილიყავი, დავხატავდი ორი ადამიანის შერიგებას, რომ ისინი აღარ დაშორებულიყვნენ, და ბოლოს შენ დაგხატავდი, რომ არასდროს დამვიწყებოდი! 

23) „მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია…ეს ჩემი ზღაპარია" - ჩარლი ჩაპლინი

24) ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი (ლექსი დედაზე)


სტატუსები [2]
კატეგორია: სტატუსები... ♥ | ნანახია: 1496 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.