სტატუსები... - 3 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
შაბათი, 2016-12-10, 4:00 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 3 » სტატუსები...
6:51 PM
სტატუსები...
1)- ადამიანთა უმრავლესობა, ხომ, უბრალოდ ბრმად მისდევს ამა თუ იმ დოგმას და ხშირად ფანატიკოსადაც იქცევა ხოლმე, რადგან ფანატიზმი ეჭვებისაგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა.
2)-თუ ოდნავ მაინც აზროვნებ უნდა დაეჭვდე.
3)-ისიც კი ვინც თავის საქმეს აკეთებს, მაინც იტანჯება
4)-ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება, სასჯელივით აღიქვა.
5)-ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგებიან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ, ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, ”სოლიდარობის” გამომსახველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.
6)-სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს ჩემო კარგო, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა, რომ იმალება ხოლმე, შენს ცხვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
7)-დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე.
8)-მაგ შენი თავისუფლებით ისე ხარ შეპყრობილი, ხან მარტო დარჩენისა გეშინია, ხან ვინმესთან ყოფნისა, შენც ვერ გაგიგია რა გინდა.
9)-ჩვენი სამყარო სიყვარულის მოსასხამშია გახვეული: ჩვენ ვფლობთ ქარის, ზღვის და მზის ენრგიას, მაგრამ, როცა ადამიანი სიყვარულის ენერგიის მართვას შეძლებს, ეს მსოფლიოსთვის ცეცხლის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი იქნება.
10)-ერთად ვიყავით, თუმცა ერთმანეთის მიმართ არანაირ ვალდებულებას არ ვკისრულობდით.
11)-თავისუფლად უნდა ვაკეთოთ ის, რისიც გვჯერა , და არა ის, რასაც ეკლესია და მთავრობა ითხოვს.
12)-ხმა ენერგიაა, მხოლოდ მას შეუძლია, შეახვედროს ის ადამიანები, ვინც ამისთვის უკვე მზად არიან.
13)-მშობლებს მთელი ცხოვრება სჯერად, რომ ერთმანეთის გაკრიტიკების უფლება ქორწინებისას მიიღეს, სჯერად, რომ დაპირება – ”საყვარელო ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით” – აუცილებლად უნდა შეინრჩუნონ, ყოველდღიური უბედურების ფასად, მაგრამ უნდა შეინარჩუნონ.
14)-ბრძოლა გვაცოცხლებს, გვამოქმედებს, წინააღმდეგობის გადალახვის უნარს გვინერგავს, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით, უბედურებაც ესაა. სამაგიეროდ, მშვიდად მივაბიჯებთ იქით, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, სადაც სიყვარული არ ქმნის პრობლემებსა და წინააღმდეგობებს.
15)-ჩვენ ყველას არათუ გვემუქრება სიკვდილი, ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით.
16)-არ შეიძლება ძალიათ მოიპოვო ის, რისი დროს ჯერ არ დამდგარა.
კატეგორია: სტატუსები... ♥ | ნანახია: 270 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 292

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0