5:43 PM სხედან და უცდიან... | |
ზამთარში ბეღურებს თუ დავაკვირდებით, დათოვლილ ტოტებზე სხედან და უცდიან... სხედან და უცდიან... ღმერთის დაპირებულ, თავის წილ ნამცეცებს, როდის მიუყრიან... გავფერთხავთ სუფრას და -ამ სუფრის ნარჩენებს, "არსობის პურიდან"- კეთილი გული გვაქვს? ეს ერთი შეხედვით, -უფალი ხომ თვითონ გვაჩეჩებს - სიკეთის კეთება სურს ჩვენი ხელებით!... ჩვენ კი,... ჩვენ ვიბრალებთ! და ვერ გაგვიგია... ამ დიდ სამყაროში, ყველას და ყველაფერს, თავისი წილი აქვს!... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |