Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » სიყვარულის ბალადა / siyvarulis balada
11:29 AM
სიყვარულის ბალადა / siyvarulis balada
” ღამის შოუს” სტუდიის კიდევ ერთი, ახალ ნამუშევარი იხილა საზოგადოებამ.ეს არის მხატვრული ფილმი ”სიყვარულის ბალადა”,რომელიც უკვე ცნობილი სერიალების "გოგონა გარეუბნიდან” და ” შუა ქალაქის” ნაკრებია.სერიალების მასგავსად ისიც კომედიური ფილმია და როგორც "ღამის შოუს” სხვა პროექტები ეს ფილმიც მალე გახდება პოპულარული.მასში მონაწილეობენ ჩვენთვის უკვე ნაცნობი სერიალების მსახიობები: რუსკა მაყაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი, კახა კინწურაშვილი, ნანა ლორთქიფანიძე, ბაჩო ქაჯაია. ასევე "სიყვარულის ბალადაში” ერთი უცხოელი, მაქსი მონაწილეობს.

ფილზე მუშაობა 10 სექტემბრიდან დაიწყო.რეჟისორი ირაკლი კაკაბაძე და ღამის შოუს გუნდი მსახიობებთან ართად ყვარელში გაემგზავრა ,სადაც დაახლოები ერთ თვეში გადაიღეს ფილმი.ფილმი უკვე გადის კინოთეატრებში.

ფილმის სიყვარულის ისტორიას გადმოგვცემს.სამი მეგობარი ბიჭი ზაფხულში ერთად აპირებს ბათუმში დასვენებას,მათ შეხვდება ძველი მეგობარი გოგონა,რომელსაც რუსკა მაყაშვილი თამაშობს და ისიც შეუერთდება მათ.ისინი ერთად გამგზავრებას გადაწყვეტენ,მაგრამ რუსკას გმირი არის არქეოლოგი და კახეთში ექსპედიციაზე წასვლის გამო ვერ ახერხებს ბათუმში წასვლას.იგი სთავაზობს ბიჭებს მასთან ერთად კახეთში წასვლას.რუსკას და კახა კინწურაშვილის გმირებს ბავშვობაში ერთმანეთი უყვარდა და ამ მოგზაურობამ მათი სიყვარული "გააღვიძა”.მაგრამ ასე მარტივადაც არ არის რადგან უცხოელ მაქსაც უყვარს რუსკას გმირი და ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან მისი სიყვარულის მოსაპოვებლად.ხოლო ბოლოს ვის დარჩება მისი სიყვარული აჯობებს თავად ნახოთ,რადგან ფილმი ძალიან საინტერესო და სასაცილოა და როგორც ზემოთ გითხარით უკვე შეგიძლიათ ნახოთ კინოთეატრებში.



კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 2020 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.