Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » შვილის გულისათვის თავს წირავს დედა...
3:52 PM
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა...

როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
გულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1282 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.