Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » შეყვარებული კაცის თვალები
2:58 PM
შეყვარებული კაცის თვალები
ისევ აევსო გრძნობის ფიალა
და აეშალა აზრი,
გულმა გონებას გადაუარა
და მოიტოვა წამით:
მისთვის სხვა მერი აღარ არსებობს
და ,,სიყვარულის საგანს''
კაცი სიეშხით ისე შესცქერის,
როგორც რუსთველი თამარს.
ბევრი გამოცდა გამოუვლია
დაბადებიდან დღემდე,
ბევრჯერაც გრძნობა დაუფლებია,
მაგრამ არც ერთხელ ასე.
უყვარდა ბაღში,
შემდეგ სკოლაში,
თხემით ტერფამდე უყვარს,
უყვარს და მალე საუკუნისას
ერთნახევარსაც დასძლევს.
თავის ასაკის მიუხედავად,
გრძნობებს ფურცელზე ხატავს,
ქაღალდს არ ძალუძს რაიმეს რჩევა,
ინახავს მხოლოდ განცდებს.
კაცს სწამს, ქაღალდი არ უღალატებს,
ის ხომ ყველაფერს იტევს,
ზოგჯერ სიყვარულს მალვა სჭირდება,
კაცმა კი,დროა,გასცეს!
რა საჭიროა გრძნობის დამალვა?
- მზერა უსიტყვოდ ამბობს,
შეყვარებული კაცის თვალები
იმ ქალს ხომ დღესაც ახსოვს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 873 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.