Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » შენიღბული ცხოვრება - ნაწილი I
1:38 PM
შენიღბული ცხოვრება - ნაწილი I
ძალიან მიყვარს ხელოვნება...ყოველთვის მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი,მაგრამ იმდენად კარგად ვერ ვხატავდი რომ ჩემი თავისთვის ეს სტატუსი მიმენიჭებინა..ძალიან ძნელია უბრალო ადამიანმა გადმოცე შენი გრძნობები...როცა არ შეგიძლია ხატვა..არ შეგიძლია წერა..ან თუნდაც მსახიობობა..ამ ყველაფერს ნიჭი უნდა,რომელიც სამწუხაროდ ბევრს არააქვს და ამიტომ მათ უჭირთ თავიანთი ფიქრების და გრძნობების გადმოცემა...მე ამ შემთხვევაში რა ადგილი მეჭირა ვერ ვხვდებოდი...ვხატავდი..მაგრამ გრძნობებს ვერ გადმოვცემდი...ალბათ მხოლოდ ნამდვილ შემოქმედებს შეუძლიათ გადმოცენ ის რასაც მე ამდენ ხანს ვცდილობდი და ბოლოს შევწყვიტე..იმედი გაქრა..მაგრამ მეორე დღესვე ახალი დაიბადა...ალბათ იმდენად მინდოდა ჩემი ფიქრები სხვას გაეგო რომ უკვე ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი...არ ვიცი საიდან მომიარა,მაგრამ პარიზში წასვლა დავაპირე...ჩავედი კიდეც..ყოველთვის მიყვარდა საფრანგეთი..ბავშვობიდანვე პარიზზე მქონდა გართულება...ახლა კი როცა უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა, ჩემი ოცნების ახდენა დავაპირე..არ ვიცი მაინცდამაინც მაშინ რატომ გადავწყვიტე წასვლა..დღესაც ვერ ვხვდები..ალბათ ის ახალი იმედები რაც გამიჩნდა პარიზში ამისრულდებოდა...არადა ჩემი იმედები და რაც იქ მოხდა ყოვლად განსხვავებული იყო..მოკლედ..პარიზში ჩავედი...საღამოს ათი საათი იყო და ძალიან დაღლილი ვიყავი...აეროპორტიდან გამოვედი თუ არა ტაქსში ჩავჯექი და სასტუმროში წავედი..იმ ღამეს კარგად მეძინა..ძალიან თბილი ღამე იყო...ახლაც რომ ვიხსენებ იქ,იმ დროში მინდა დაბრუნება...ქალაქი მთლიანად განათებული იყო...ჩემი ოთახის ფანჯარიდან ულამაზესი პეიზაჟი მოჩანდა...პირველ რიგში ეიფელის კოშკს დაინახავდით...შემდეგ კი ამწვანებულ არემარეს..
დილით ადრე გამეღვიძა...კარგ ხასიეთზე ვიყავი...საწოლიდან წამოვხტი..გავემზადე და სასტუმროდან გავედი...სასაუზმოდ ერთ პატარა,მაგრამ მყუდრო, კაფეში შევედი...ყველაფერი ისე კომფორტულად იყო მოწყობილი რომ ის ადგილი შემიყვარდა..ორი ხნიერი ქალბატონი მუშაობდა იქ...ბევრი ხალხი არ იყო..ერთი-ორი,ისინიც იმ ქალბატონებივით ხნიერინი..ეს სიტუაცია განსაკუთრებით მომეწონა...ფრანგული არ ვიცოდი და საუზმე ინგლისურად შევუკვეთე,ჩემდა სასიხარულოდ ისინი ამერიკელები აღმოჩნდნენ და უფრო ადვილად მოვახერხე ყველაფერი..ძალიან თბილი ადამიანები ჩანდნენ..ვისაუზმე და კაფედან გამოვედი...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 689 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.