Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » შენ ჩემი ლოცვა გიშველის
6:37 PM
შენ ჩემი ლოცვა გიშველის
რას ნაღვლობს ორი გიშერი, 
ღაწვზე რა დარდის მოლი წევს, 
შენ ჩემი ლოცვა გიშველის, 
მე შენი წყევლა მომიწევს. 
სხვას დარჩა ჩემი წალკოტი, 
სხვა სცემს დაფსა და ფანფარებს, 
წარსულს, წლებისგან დაკორტნილს, 
თავს ვეღარსაით ვაფარებ. 
მზემ მთხოვა სული, ვერ მივე, 
ვერც — ზღვას, შემომდგარს პირამდი, 
ხან ცრემლი მწვავდა ჩემივე, 
ხან გულგრილობით მყინავდი. 
გზა აღარ ჩანდა უკან და 
ვფანტე ბროლი და ბადახში, 
მე სიყვარული მღუპავდა, 
შენ სიძულვილით გადარჩი. 
და ჟამს, გრიგალს რომ მომირწევს, 
შევრჩი, ვით ალვა შიშველი... 
მე შენი წყევლა მომიწევს, 
შენ ჩემი ლოცვა გიშველის.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 700 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.