Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » შენ არასოდეს არ დაბერდები
0:18 AM
შენ არასოდეს არ დაბერდები
პასუხი თეორიაზე, რომელიც მისივე დასაბამიდან ალოგიკურ მატერიებთან პარალელებს ავლებდა, 
პარალელებს, რომლებიც სამყაროში უბრალოდ არ არსებობენ.

შენ არასოდეს არ დაბერდები,
არ დაგიბერავს სიო ასაკთა.
გადავუფურცლე დღიურს გვერდები,
გასულ წლებში რომ კაცად გამზარდა.

არ შეგეშინდეს წლების სიმაღლის,
მარადმწვანე ხარ შორის მწვანეთა.
ასე ზნეობაც ვერ შეგილახეს,
თავსხმა წვიმაშიც ტაძრის ზარებთან.

ვგრძნობ შენი გული სითბოს რომ მიყოფს,
ვგრძნობ შენი სუნთქვის ამბორს ნაღვლიანს,
მესაუბრები როგორც სწორი სწორს,
ჩვენი ერთობაც დიდი მადლია.

მთვარე შენს ჩრდილთან ჯიბრში მარცხდება,
მზეს კი გიდარებ თვალებს, ხელებსაც. 
ვერ შევიცანი შენი არსება,
განთიადთან რომ შემომელექსა..

არ დაბერდება შენი სინაზე,
არ მოიწყენს და წყენაც გაქრება,
ხშირად ლოცულებ ადამიანზე,
ხალხის წინაშე რომ იჩაგრება.

შენს ნაცვლად ახლაც მსჯელობს ეპოქა,
მემატიანე გვქვია ორთავეს.
უშენობა თუ შემომეტოქა,
მჯერა ღმერთები მადლით მოგვრთავენ.

შენი ბავშვური მხიბლავს ხალისი,
ხანდახან მორცხვად თვალს ვერ გისწორებ.
გულში ოცნების ხატად ჩაგისვი,
რაც ჯერ არ იცი, მინდა იცოდე.

მინდა იცოდე, რომ შენ თუ გიღალატე, ნურასოდეს შეეცდები ეს ცოდვა მაპატიო, 
ამ დროს დამარცხებას ღირსეულად ვაღიარებ და მეტს აღარ შეგაწუხებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 695 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.