Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » საუბარი სიკვდილთან
11:42 PM
საუბარი სიკვდილთან
რა ლაჩარი ხარ სიკვდილო ...
უიარაღოს ვინ ევსრის ,
მაგრამ სიცოცხლის სირცხვილო,
შენ არაფერი არ გესმის.

... ახლა ის არ თქვა ვიციო,
მე გვირგვინი ვარ მისიო,
ჩვენ ორს გვექნება დუელი,
ჯერ გვიანაა ნუ ელი.

მაქამდე ცელი გალესე!
სიცოცხლის ჟინი ავლესე
და რომ ჩამოკრან ზარებმა 
სიცოცხლე არ მეზარება.

იქნებ ბევრისთვის შვება ხარ,
ბევრისთვის განსვენება ხარ,
მაგრამ იმაში გთანმხდები
ვისაც კლავ ''ცუდიც'' კარგდების.

ისიც არ ვიცი , ვინა ხარ
ეშმაკისა თუ ღვთისა ხარ,
ვინ გამოგიშვა ამ ქვეყნად,
ბევრის უსულოდ დამრჩენად.

ჩემთან ვერ მოხვალ ადრეა,
ჩემზე არ გაჭრის ეგ ცელი,
იქნებ სიკვდილი მწარეა,
მაგრამ ამ გრძნობას არ ველი.

სულ რომ წავიდნენ ეს წლები,
და რომ მესტუმროს ჭაღარა,
სიცოცხლეს მაინც დავლოცავ
სულ რომ არ ვიყო კარგადა.

და მე რად მინდა პატიჟი,
თვითონ წამოვალ, გამიშვი
ეგ შენი ცელის პრიალი,
მე არ მამშვიდებს ტიალი.

სიცოცხლეს მაინც დავლოცავ,
წამოვალ ... ჩემით წამოვალ...­­
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 775 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.