სატრფიალო ლექსები - 4 მარტში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
ორშაბათი, 2016-12-05, 3:27 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » მარტი » 4 » სატრფიალო ლექსები
5:21 PM
სატრფიალო ლექსები
მე თუ არ გეტრფი...
უჩემოდაც ბევრნი გეტრფიან,
თუმც ტრფიალების ბევრს არა აქვს
ნიჭი და თავი.

მე თუ არ გიმღერ...
უჩემოდაც ბევრნი გიმღერენ
და გამანებე, გამანებე
რა, მუზავ თავი!

ო.ცისკაძე




****
მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში, 
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!...
მე შენ მიყვარხარ!....


****


მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ 
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის 
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო 
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ? 
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ 
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს 
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის 
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა 
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ 
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს 
ანდა როდესმე ატირებულხარ 
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ 
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები 
შენზე ფიქრებით იწყება დილა 
გისურვებ ულევ ბედნიერებას 
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად 
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები 
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან 
შენი გული კი სათივით ძგერს 
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს 
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე 
ძალიან არის შეყვარებული 
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ 
შენი მზერით არს დატყვევებული.


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება 
და შენს თვალებში მეხატებოდა 
სასუფეველი და უკვდავება! 

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში 
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი, 
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი, 
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი. 

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა, 
საანგელოზოდ რომ ენთებოდა, 
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად, 
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა. 

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს 
არ ასვენებდა ციური ძალა 
და უკვდავების წმინდა წყაროში 
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა! 

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ 
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი 
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად, 
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი. 

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ, 
ვით პოეზია, როგორც ღვთაება, 
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს 
სასუფეველი და უკვდავება.


აკაკი



****



მე შენ არ გეტყი: გეტრფი!

ვითა სხვანი გეტყვიან.

ბევრი გარწმუნებს - გეტრფი;

გულით კი სხვაგან რბიან.

მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი!

ნეტა რას ძალსა მქონობს?

ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი,

თუ გულიც არ მიმყოლობს.

ასეთი გეტყვის: გეტრფი,

რომ ტრფობა არ იცოდეს,

სხვამ ნუთუ ვერ გრქვას: გეტრფი,

და გულში კი იწოდეს.

ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი!

დუმილს ვრაცხ უმჯობესად,

მარამ, მერწმუნე, გეტრფი

საზომის უაღრესად!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 278 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0