Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » საფლავების წინ...
4:52 PM
საფლავების წინ...

საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, 
მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს,
მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი,
და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ,
და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი?
სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ,
არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი?
და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ...
აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი...
ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც...
ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი,
ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო...
და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის,
და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა,
მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის...
ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ...
მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა,
და არაფერი არ იქნება ამაში უცხო,
იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა,
იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო,
მოვკვდები მარტო, მოხიბლული ლამაზი დილით,
გავქრები ისე, როგორც ღამე დააკვდა ფარდებს...
და სიკვდილის წინ უეცარი ამიტანს ჟინი,
და სიკვდილის წინ ვერ ავიტან წამებას ამდენს...
და დავინახავ მე პოეტის უსუსურ სხეულს,
და დავინახავ ჩემს ორეულს სიცოცხლის კართან,
და როცა ცრემლი მომადგება ნათელს და ეულს,
ჩემივ სიკვდილით მოხიბლული დავრჩები ალბათ...
შემეყინება ბაგეებზე გრანელის ლექსი,
გარეთ კი ისე უთავბოლოდ იქნება თოვა...
და ჩემი ბოლო გაფიქრება დარჩება ცრემლში,
და ცრემლი ჩუმად დაადნება თვალების ოვალს..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.