Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » სად დაიბადა ბედნიერება.
11:46 AM
სად დაიბადა ბედნიერება.
სად დაიბადა ბედნიერება... 
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში? 
სად ისახება მისი ზმანება, 
ღიმილში? იქნებ ცრემლში? 
ზღვა მღელვარეა, ცოტა 
მრისხანეც, 
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად, 
თუ რამეს დარდობს გულში ვერ 
იკლავს, 
გულს ტალღებს უშლის წესად... 
მზე ნათელია, თითქოს მდუმარე, 
რასაც გრძნობს არას ამბობს, 
ვინ იცის გულში რა გრძნობებს 
მალავს, 
ვიზე ან რაზე დარდობს... 
ის, ვინც იცინის, ბედნიერია? 
იქნებ ამით დარდს მალავს? 
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით 
სევდიან სახეს ფარავს... 
ბედნიერებას სევდა არ ახლავს, 
ის ვერ იქნება ცრემლში, 
არ იბადება მზეში, არც ზღვაში, 
ის იბადება ჩვენში... 
ბედნიერება ყველას გვეკუთვნის 
თუ მოვიპოვებთ მას, 
მისთვის კი ისე უნდა 
ვიბრძოლოთ 
რომ არ წავართვათ სხვას
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 375 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.