Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » რა გაოცებს?
5:05 PM
რა გაოცებს?

რა გაოცებს? _ ხეში წყალი ჩადგა უკვე,
კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...
თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,
მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,
შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,
რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს?_
ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული...
ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 782 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.